„რაც ხდება, „ქართული ოცნების“ ტყუილის შედეგია, ყველა მოგვატყუა“ – ირმა ინაშვილი

1,597 წაკითხვა

მადლობა ღმერთს, რომ აქციის დაშლისას არავინ დაშავებულა, არავინაა ნაცემი, მითუმეტეს, არავის დაუკარგავს თვალი და მადლობა ღმერთს, რომ აქციის დაშლა ფაქტობრივად ძალის გამოყენების გარეშე მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ იყო ფრთხილი მოქმედებები. ვიმეორებ: ეს დამამშვიდებელია!
მაგრამ ვინც მართლა დასასჯელია, ის 7 წლის მანძილზე არავის დაუსჯია. არც ახლა და არც მომავალში, ამ მთავარ დასასჯელს “ქართული ოცნება” არ დასჯის. კვლავ ტყუილი, ტყუილი და ტყუილი იქნება.

და ბოლოს, რაც ხდება, ესეც “ქართული ოცნების” ტყუილის ბრალი და შედეგია. ყველა მოატყუა და ჩვენც მოგვატყუა, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ამიტომ ბოროტებს თავისი გზა აქვთ, მატყუარებს- თავისი. ჩვენ კი, ამ ურთულეს ვითარებაში აქციები უნდა გავაგრძელოთ, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ და ხელისუფლებაც უნდა მიხვდეს, რომ შეასრულოს დაპირება. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მიხვდება ამას.

ირმა ინაშვილი

Next Post

„ჩემთვის ვფიქრობ: ვინ უფრო უარესია-ივანაშვილი თუ მისი მონები-გული მერევა“

ორშ ნოე 18 , 2019
1,597 წაკითხვაჩემთვის ვფიქრობ: ვინ უფრო უარესია – ივანაშვილი თუ მისი მონები, ან ყველაფერზე მაღლა რო დგანან სახლში დარჩენილი ამრეზილები. ივანაშვილი შევა ან უკვე შევიდა ისტორიაში სამარცხვინო ლაქად, როგორც მატყუარა, თაღლითი და მოღალატე. მაგრამ აი თქვენ, სრულო არარაობებო, ვინც საკუთარ სიმხდალეს პეროებით ფუთავთ, თქვენ უბრალოდ საზიზღრები ხართ, მართლა არარაობები, იმდენად ნულები რომ ხვალ თქვენი სახელები არავის გაახსენდება და ალბათ ამის იმედი […]

შესაძლოა მოგეწონოთ