საოცარია პირდაპირ, ჟურნალისტებზე ავლენს ერი აგრესიას, რატომ ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდო? და ვინ აუხსნა ჟურნალისტებს, როგორაა საჭირო? თვითონ დავიდგინოთ თუ თქვენი პანიკური ისტერიკა დავიდოთ სახელმძღვანელოდ?
და აგერ სასამართლოში ვარ, ჩემ პროცესზე, და არასაპატიმრო პროცესებიც მიმდინარეობს, რისი ნულოვანი საჭიროებაცაა სამართლებრივად და უზარმაზარი საშიშროება – ეპიდემიოლოგიურად. არ გინდათ, იუსტიციციის უმაღლეს საბჭოს ურჩიოთ, ადეკვატური გაიდლაინი მიცეს მოსამართლეებს და სასამართლოებს, და არა ჟურნალისტებს სდიოთ? მაგალითად, მე რომ აქ დამავირუსოს ვინმემ და მე, ჩემის მხრივ, ჟურნალისტები დავავირუსო (ჩემს ოჯახს, ბავშვებს, დიდი ხანია არავინ დაეძებს), იმათ კიდევ ასე შემდეგ, ანუ ჩემი ბრალი იქნება და ჩემი ჟურნალისტების?
ან პატიმრები რომ გამოგყავთ ციხიდან, ერთმა მაინც უკან რომ შეიტანოს ციხეში, დახურულ ზონაში, რთულადგანიავებადში, ხო ხვდებით, რაც მოხდება?! და ბადრაგი რომ გარეთ გამოიტანს, იმ საშიშროებას თუ ხვდებით?! და სადაა ამ დროს ჩვენი მთავრობა, რას აკეთებს? არაფერს, ატარებს პროცესებს, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებულს.
ნიკა გვარამია