„ეს არის მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა“ – ნათია თურნავა

356 წაკითხვა

Fitch-ის გაუმჯობესებული რეიტინგი ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

„ეს არის მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა ზოგადად, რადგან ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. და განსაკუთრებით ის განმარტება, რაც სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა წარმოადგინა იმის დასასაბუთებლად, რომ რეიტინგი უნდა გაგვიუმჯობესდეს – ეს არის ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა/აღდგენა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ზოგადად ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე გაჯანსაღების პროცესი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

იპნ

Next Post

„ჩვენს ათწლიან გეგმაში ერთ-ერთი მიმართულება არის ძლიერი საჯარო სექტორი“ - ლაშა ხუციშვილი

ორშ აგვ 9 , 2021
356 წაკითხვასაქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ბოლო ხუთი-შვიდი წლის განმავლობაში საჯარო სექტორში ხელფასები პრაქტიკულად გაყინული იყო და შრომითი ანაზღაურება არ გაზრდილა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ მნიშვნელოვნად დაეცემა საჯარო სექტორის კონკურენტუნარიანობა და შეფერხდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ლაშა ხუციშვილის თქმით, საჯარო სექტორი არის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის გარეშეც ქვეყანაში ვერ მიიღწევა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი […]