გიორგი ლაღიძე -„ქვეყნის იმიჯისა და სტაბილურობისათვის, ეს იქნება სასიცოცხლოდ დამაზიანებელი“

1,609 წაკითხვა

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფელებას დემოკრატიის მშენებლობის კუთხით პრობლემები აქვს, რომელიც უკვე ქვეყნის უცხოელი პარტნიორებისთვის აშკარაა:

„მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების წერილებს. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფელებას დემოკრატიის მშენებლობის კუთხით პრობლემები აქვს. ჯერ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირებამ, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით, მოწონება დაიმსახურა, ხოლო როდესაც ხელისუფლებამ ეს დაპირება უკან წაიღო, ამან გამოიწვია საზოგადოებაში უკმაყოფილება.

ბოლო დროინდელი მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, რომ ქართული ოცნების რეიტინგი და სანდოობა საერთაშორისო არენაზე ფაქტიურად ნულს ქვემოთაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს როგორც საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლოა დადგეს. გარდა იმისა, რომ ქვეყნის იმიჯი უკვე სერიოზული საფრთხის ქვეშაა, მეორე დიდი პრობლემაა ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რომელსაც ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა.

შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალი არის კონსესუსის მიღწევა ოპოზიციურ პარტიებთან. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა წავიდეს დათმობაზე, სხვა შემთხვევაში  ბოლომდე ჩიხში შევა პოლიტიკური მდგომარეობა საქართველო საერთაშორისო არენაზე დაკარგავს გულწრფელ მეგობრებს და ქვეყნის იმიჯისა და სტაბილურობისათვის ეს იქნება სასიცოცხლოდ დამაზიანებელი. ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთი მძიმე დარტყმაა“.

 

Next Post

„ივანიშვილი, იმ კომფორტის ზონიდან, რომელშიც დიდი ხანია იმყოფება ასე მარტივად არ გამოვა“

პარ იან 31 , 2020
1,609 წაკითხვაექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე  „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოარული ხმები გაზვიადებულია, რაც შეეხება წულუკიანის თანამდებობიდან წასვლას, შარაშენიძე აცხადებს, რომ: „ვფიქრობ, რომ არ დაბრუნდება და ეს მოარული ხმები გაზვიადებულია. ჯერ ერთი, საკანონმდებლო პრობლემები აქვს, მეორეც, ის იმ კომფორტის ზონიდან, რომელშიც დიდი ხანია, იმყოფება, არ გამოვა ასე მარტივად.  დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად წავა წულუკიანი. […]

შესაძლოა მოგეწონოთ