„თუ დასავლეთი არის გვარამია, სააკაშვილი, მაქარაშვილი და ის სუბიექტი, რომელიც აეროპორტში ეტლიკინებოდა კალაძეს..“

2,453 წაკითხვა

კვლავ ძალიან კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა ოპოზიციური გაერთიანება.
ერთის მხრივ, მათი მთავარი იდეოლოგიური ხაზია, რომ ისინი არიან ნამდვილი მედასავლეთეები, ხოლო “ქართული ოცნება” პრორუსულია.
აქედან გამომდინარეობს, რომ “რუსი ოლიგარქი” ანტიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებს, და რახან ამათ ტვინში ყველაფერი დასავლური კარგია, ხოლო ყველაფერი რუსული-ცუდი-მას კარგი არაფერი შეუძლია გააკეთოს.

ამიტომ ნებისმიერი დადებითი შეფასება დასავლეთიდან პუტინის და ივანიშვილის მიერ ინსპირირებულად ცხადდება, ხოლო ინსტიტუციები, რომლებმაც ეს გაბედეს- “ჭეშმარიტი დასავლეთის” მოღალატეებად.

გავიხსენოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამტყდარი პარანოია.
ახლა ამ მარაზმატიკული იდეოლოგიის მიხედვით, ამხანაგებმა გვარამიამ,

ვაშაძემ და ძმათა მათთა დასავლეთის ინტერესების მოღალატეებად უნდა შერაცხონ მსოფლიო ბანკი, იბიარდი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლებმაც საქართველოს მთავრობის რეფორმები დადებითად შეაფასეს.
რა ქნან ახლა?
ვის შესჩივლონ?

მეორე საკითხია,რამდენად ობიექტურია პარამეტრები და ყოფნის თუ არა არსებული ეკონომიკური ზრდა ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას.
აქ საუბარია, იმაზე, თუ რა ბრიყვული და დამამცირებელია ასეთი მონური დამოკიდებულება და ამგვარი გონების შეურაცხმყოფელი იდეოლოგიით საზოგადოების გაჭყეპვა.
არაფერი ისე არ ვნებს საქართველოს, როგორც ამ დისკრედირებული სუბიექტების გამოცხადება დასავლური კურსის ადეპტებად.

ნამდვილი ალერგია დამართეს ხალხს, რადგან თუ დასავლეთი არის გვარამია, სააკაშვილი, მაქარაშვილი და ის სუბიექტი, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში ეტლიკინებოდა კალაძეს და კობახიძეს- თუ დასავლეთი ასეთ ამგვარ სუბიექტების მხარდამჭერად აღიქმება საზოგადოებაში, ასეთი რეაქცია ნამდვილად ბუნებრივია.

სოსო მანჯავიძე

Next Post

„მზად ვარ ველაპარაკო სააკაშვილს“ - გიორგი მარგველაშვილი

ორშ თებ 17 , 2020
2,453 წაკითხვა„მზად ვარ ველაპარაკო სააკაშვილს თუ მას ხედვა აქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ის მზად არის ელაპარაკოს ყველა პოლიტიკურ ფიგურას, როცა საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას. „როცა ეხება საკითხი დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს […]