გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

1,788 წაკითხვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ემიგრანტების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. ასე გამოეხმაურა პრემიერი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველომ პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ისინი მათ სამშობლოში ჩამოყვანას უზრუნველყოფენ.

„საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზრუნველყოს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, მათ უკვე მოძიებული აქვთ ავიაკომპანია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს განახორციელებს და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისინი უფასოდ უზრუნველყოფენ.

Next Post

„ხალხს ცოცხლად ვერ დამარხავთ, წნევა დაგროვდება, გუბაზ-ჩერგოებს ეს ნუ უხარიათ..“

შაბ მარ 28 , 2020
1,788 წაკითხვანეტავ, ახლად გამოჭყლეტილი ვიღაც კორონავირუსი უფრო ძლიერია თუ ბებერი ძია შიმშილი?)) როგორც ვატყობ, მთავრობა არანაირი სოციალური პაკეტის შემუშავებას არ აპირებს, რესურსიც არ აქვთ ალბათ, ეკონომიკის რეფორმირება და ადგილობრივ წარმოებაზე გადაყვანა კი არ უნდათ და არც აფიქრდებათ. კორონა-შიშები, ჩვენი საამაყო ექიმების იმიჯი, მასმედიის მხრიდან ტვინების არევა და მისთანანი კიდევ მაქსიმუმ 2 თვეს იმუშავებს, კიდევ 2 თვე “კორონაზე გამარჯვებას” ვიზეიმებთ, მაგრამ […]