„ჩაივლის პანდემია და ბევრს მოგიყვებით“ – დიმიტრი სამხარაძე

1,971 წაკითხვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე მმართველი გუნდის შესახებ წერს ფეისბუქში:

„ეს არის გუნდი, რომელიც შეკრა ბატონმა ბიძინამ. მეამაყება ჩვენი გუნდის თითოეული წევრის თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა კოვიდის წინააღმდეგ. რაც მთავარია, არ ხდება მოსახლეობის განსხვავება პოლიტიკური მრწამსის მიხედვით. ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქე.

ყველაფერს ვერ დავწერ, კეკლუცობაში ჩამეთვლება და დავემსგავსები ზოგიერთებს, რომლებიც მსოფლიოს განსაცდელს პოლიტიკური და პირადი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ.  ჩაივლის ეს პანდემია და შემდეგ ბევრს მოგიყვებით ისეთ ხალხზე, რომლებიც დღე და ღამე ქვეყნის სამსახურში არიან, მუშაობენ სამშობლოს წარმატებაზე და კამერებთან არ კეკლუცობენ, ტესტებით“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

Next Post

ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვლილი არ ჰყავს – ბერძნული ტელეკომპანია საქართველოს შესახებ

ოთხ აპრ 1 , 2020
1,971 წაკითხვაბერძნულ ტელეკომპანიაზე, Open TV-ზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვლილი არცერთი პაციენტი არ ჰყავს. ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში ჩართო ევგენია კოტანიდი, რომელიც საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარეა. „ჩვენ ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ საქართველოში ვიმყოფებით და ძალიან სწორად თქვით, ამ დროისთვის გვყავს მხოლოდ 110 (დღეს ეს რაოდენობა 115-მდეა გაზრდილი – რედ.) ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი. ეს დაუჯერებელია, მაგრამ ამასთანავე, უნდა […]

შესაძლოა მოგეწონოთ