3,323 წაკითხვა
ისე, ოხერია ეს პროპაგანდა, –
განსაკუთრებით ნეობოლშევიკური პროპაგანდა…
კორონა და კორონა, კორონა და კორონა..
უბერავ, უბერავ, უბერავ და უცებ… თავად დაიჯერეთ!
ამას ინფორმაციული ტექნოლოგიების უკუშედეგი –
თვითგიპნოზი ქვია…
თავად ხდები პროპაგანდის მსხვერპლი.
ამ ვითომ ”ტოპ-ტელევიზიებმა”
(მეტი ცხვირი დაგიმშვენდათ!)
ან შეწყვიტეთ ეს კორონა-ბოლშევიზმი და თავი გაანებეთ უსაზიზღრეს საქმიანობას –
ადამიანის დაშინებას,
მის დამცირებას და შეურაცხყოფას…
ანდა… (დღეს ცუდს არაფერს ვიტყვი)..
პატრონი გყავთ თქვენ?!
თუ პატრონებისგან მოდის ეს ნაგავი?!
დემურ გიორხელიძე