„არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო ომი, ფაქტია, პროვოცირება ჩვენ გავაკეთეთ – არა ხალხმა, არამედ..“

1,811 წაკითხვა

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ!!!

08.08.08 საკრალური ციფრი გამოდგა საქართველოსთვის.

არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო ომი, ფაქტია, რომ პროვოცირება ჩვენ გავაკეთეთ-ჩვენ, არა ხალხმა, არამედ, საქართველოს ხელისუფლებად წოდებულმა ანტიქართულმა ძალებმა.

უკვე იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, ვისი რეკომენდაციით იბრიქებოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რა ავანტიურა იყო ჩადებული ამ რეკომენდაციაში.

ფაქტია: ამერიკელების მიერ მომზადებული სამხედრო კონტიგენტისა და ამერიკული სამხედრო აღჭურვილობით გაბრუებულებს გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ ოსებს დავაჩოქებდით და ამაში რუსეთიც შეგვიწყობდა ხელს.
არადა, ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო ზუსტად იმ შედეგებით, რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში!

რაც არ უნდა ვიძახოთ, „რუსეთი ოკუპანტია“ და აგვისტოს ომის მთელი სიმძიმე რუსეთს ავკიდოთ, ეს არაფერს მოგვიტანს რეალობის გასააზრებლად და სამდღიანი ომით მიღებული შედეგების გასანეიტრალებლად

-უნდა ვაღიაროთ, რომ აშკარა ღალატს ჰქონდა ადგილი და ამის უკან მაშინდელი მარიონეტი, მეტიც, მოღალატე ხელისუფლება იდგა!

ვინ აგო პასუხი?

არც არავინ.

პირიქით, იმდენად გაგვაბრუეს, რუსთაველზე რუსეთზე გამარჯვებაც კი გვაზეიმეს!!!

დღეს ბევრი სტატუსი და კომენტარი წავიკითხე 8 აგვისტოს მოვლენებზე.ბუნებრივია , საზოგადოების დამოკიდებულება იდენტური არ შეიძლება იყოს, მაგრამ, ჩვენთვის ჩვეულ უკიდურესობებს არც ამჯერად ავცდით -ჯერ კიდევ ვერ გავიაზრეთ, რა მოხდა სინამდვილეში და რატომ უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი!

მე თუ მკითხავთ, ყველაზე ადექვატური ცნობილი ჟურნალისტის და პოლიტიკოსის, ვალერი კვარაცხელიას სტატუსი მომეჩვენა-რაც არ უნდა პრეტენზიები გვქონდეს მასთან აშკარად გამოკვეთილი პრორუსული ორიენტაციის გამო, ის ამბობს იმას , რაც იყო სინამდვილეში .

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ!
დიდება საზარბაზნე ხორცად განწირულ აგვისტოს ომის გმირებს!
მათ საკუთარი ვალი პირნათლად მოიხადეს ამ უთანასწორო ბრძოლაში…

ზაურ ნაჭყებია

Next Post

ნიკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა

პარ აგვ 9 , 2019
1,811 წაკითხვანიკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა. მან ბრალის დადგენილება ჩაიბარა. ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.