„ქალი ჟირინოვსკი“ – გაემიჯნეთ! – თაკო ჩარკვიანი

„კანონის და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრობს:

„დიდი ხანია ვამბობ და კვლავ გავიმეორებ: ვითარება ასეთია – თავზეხელაღებულმა ოლიგარქმა ივანიშვილმა, ოსტატურად დააბინძურა -(ერთ-ერთი ფსევდო ოპოზოცონერის ხელით ), სიმწრით შექმნილი გაერთიანებული ოპოზიცია გაფართოებით, „გაფართოებულ მაგიდას“ ჯერ ჩაუსვა, როგორც ( ბევრჯერ) მოგახსენეთ “პუტინკები”- თან საინტერესო ის გახლავთ, რომ ( გამოკვეთილი გაცხადებული ოკუპანტის მომხრე პოლიტიკანკა) ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ოფიციალურად გაცხადებული რუსული ვექტორის პოლიტიკანია, რადგან ამით, სულ ცოტა პუტინს და მის მომხრეებს თუ აქ, თუ იქ, მისცეს საბაბი -სალაპარაკო, რომ ოპოზიციის მაგიდასთან, დაუშვა ოპოზიციამ, რომ სხვადასხვა თემები განიხილოს ოკუპანტის მომხრეთან ერთად და ეს მაშინ, როცა მთელმა საქართველომ პარლამენტში, გავრილოვის შემოყვანა გააპროტესტა.

ხალხმა უმწვავესად გააპროტესტა, ოკუპანტი ქვეყნიდან კომუნისტი გავრილოვის ვიზიტი, და კიდევ ერთხელ შეახსენა ხელისუფლებას ქართველი ხალხის გაცხადებული კურსი და ნება !!! თავდაპირველად ცხადდებოდა, რომ ( სანამ მეც მივდიოდი, იმ შეხვედრებზე, გაფართოებულ მაგიდასთან,) რომ მხოლოდ ერთი საკითხის – პროპორციული არჩევნების გარშემო გაერთიანდა ამ “დიდ და ჭრელ მაგიდასთან“ ოპოზიცია, რაც დიდად არ მომწონდა, მოგეხსენებათ ჩემი მრავალგზის გაცხადებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მაშინვე განვაცხადე, რადგან ნამდვილი გაერთიანება, ვთვლი, რომ დასავლური და საერთოდ ღირებულებების გარშემო უნდა იყოს, რაზეც პასუხი მივიღე, რომ დიახ ასეა, მაგრამ მხოლოდ პროპორციული არჩევნების საკითხის გადაჭრის გამო უნდა დავმსხდარიყავით ერთად, გაგრძელდა საუბრები, სხვა თემებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა დავტოვე (გახსოვთ, ჯერ კიდევ დასაწყისშივე დავტოვე ) მაშინვე ეს ფსევდო ოპოზიციით დახუნძლული მაგიდა (რა თქმა უნდა საბედნიეროდ, ზოგიერთის – რამდენიმეს გამოკლებით)….

ახლა რა ხდება?!არაფერი შესრულდა !!!! არ შეასრულა ხელისუფლებამ!!! რატომ?? იმიტომ, რომ -რაც უკვე მოგახსენეთ: ჯერ დააბინძურა ოპოზიციური სპექტრი, აზილა ღირებულებები ოლიგარქმა, ტალახი მიასხა სრულიად (ნებსით თუ უნებლიედ) ოპოზიციას, პირდაპირ ოპოზიციის მაგიდასთან „ქალი ჟირინოვსკი“ დასვა, კოსაჩოვთან და ლავროვთან -მორბენალი სტრიქონივით -„პრიმაკოვის – საქართველოს ფედერაციის” გეგმის მოთხოვნით, ისმის კითხვა ვის შეაყვანინა, ვინ მიიყვანა ეს ოკუპანტის მომხრე პოლიტიკანი – პუტინის „მცირე მოხელე“, ოპოზიციის მაგიდასთან ანუ ვის მიაყვანინა ოლიგარქმა ეს „ქალი ჟირინოვსკი“, რომ გაერთიანებულ ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ( რომელიც , მოგეხსენებათ წარმატებული პროექტი არმოჩნდა და დიდი შედეგიც დადო საპრეზიდენტო არჩევნებში)

დიახ „ძალა ერთობაშიას“ საწინააღმდეგოდ უნდა შექმნილიყო, ეს ჰქონდა ჰქონდა ოლიგარქს ჩაფიქრებული „ფსევდო“ მაგიდის შექმნა, რუსეთუმეებით! გაემიჯნეთ სანამ კიდევ დროა!!!! გაემიჯნეთ!!!!!! ნუ  გააცოცხლებთ,  „ოკუპანტის მომხრე პოლიტიკურ გვამს“!

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *