ნიკა გვარამიას აპოლიტიკა – „რას დაეძებთ..“

1,923 წაკითხვა

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

„თეთრ მშრალ ღვინოში მოხარშეთ მწვანე ტყემალი ნიახურის ბოლქვთან (ზედმეტი არ მოგივიდეთ) და მთლიან წითელ ხახვებთან ერთად (ზედმეტი არ მოგივიდეთ). ამოიღეთ ბოლქვიც და ხახვებიც, სითხე დატოვეთ და ტყემალი გახეხეთ. მიღებული მასა შეაზავეთ: ომბალო, ცერეცო, ქინძი, კაკალი ქინძი, ნედლი ნიორი (არა ახალი, ანუ მწვანე, არამედ ნედლი ანუ ახალი შემოსული), მწვანე წიწაკა, წითელი წიწაკის ფანტელი, მარილი, შაქარი, პიტნა (ცოტა) და ტარხუნა (ბევრი).

პროპორციები თვითონ გამოიყვანეთ, არაა რთული.

ნებისმიერი სტუმრის კულინარიულ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდებით, როგორც მწვანე ტყემლისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი.

ps სინამდვილეში, ტყემლის ჭრიანტელია, მაგრამ რას დაეძებთ“

Next Post

„ვფიქრობ რომ უკვე გვაჩმორებენ“- ია ფარულავა

ოთხ მაი 13 , 2020
1,923 წაკითხვატელეწამყვანი ია ფარულავა კომენდანტის საათთან დაკავშირებით ფეისბუქში წერს: „ისე რა ცხვრებივით მივეჩვიეთ 9 ზე სახლში შეყუჟვას…არა მე ისედაც 9 სულ სახლში ვარ თითქმის სხვა დროსაც მაგრამ ვფიქრობ რომ უკვე გვაჩმორებენ“- წერს ია ფარულავა.