ემზარ ქვარიანი ვანო მერაბიშვილს – „მომიწევს კიდევ ბევრჯერ შეგახსენო და გითხრათ..“

5,253 წაკითხვა

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებისთვის ემზადება. პოლიტიკურ ბატალიებში გამოცდილი ნაციონალები დასაყრდენს საზოგადოების ყველა ფენაში ეძებენ. პირველი სამიზნე ამ შემთხვევაში ვეტერანები გახდნენ. რაც არ უნდა მძიმე სათქმელი იყოს, ასეთ საპატივცემულო ადამიანებშიც აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც დაივიწყეს თუნდაც 26 მაისს სისხლიანი რუსთაველი, 7 ნოემბერი, 2008 წელი და კიდევ მეტი დაკარგული ტერიტორიები, და ბოლოს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული კოჰაბიტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სასტარტო პოზიციების დაკავებას ცდილობს. „მედიაპრესისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ვანო მერაბიშვილი ვეტერანების პოლიტიკურად მოხიბვლას ცდილობს. რამდენად გამოუვა მერაბიშვილს ეს საქმე მომავალი გვიჩვენებს, თუმცა მანამდე, ვანო მერაბიშვილთან კითხვები მებრძოლ პატრიოტთა კავშირის თავმჯდომარეს, ემზარ ქვარიანს აქვს:

„ბატონო ვანო, მაინტერესებს, რა ხელი გაქვთ ვეტერანებთან, ან იქ მყოფებთან, ვისთან ერთადაც ჩაატარე მინი შეკრება. თქვენ ეტყობა დაგავიწყდათ ვეტერანებს როგორ ექცეოდით, როგორ დავიშალეთ მთელი რიგი შეღავათები და გაგვიუქმეთ 2009 წელს. დაგავიწყდათ ისიც, გვამებს როგორ ითვლიდით, დაგავიწყდათ გმირთა მოედანზე როგორ დაარბიეთ ვეტერანები, დაგავიწყდათ ეტყობა 2011 წლის 26 მაისს როგორ დადიოდით ჩვენს გვამებზე, როგორ ჩამცხრილეთ, როგორ დახოცეთ; გია კრიალაშვილი, სერგო თეთრაძე, შავაძე, ცინდელიანი. როგორ დაცხრილეთ კობა ოთონაძე, ამირიძე, რამდენი ვეტერანი პოლიტ პატიმრებად გვაქციეთ, ეს ყველაფერი თქვენ თუ დაგავიწყდათ ახლა, მე გახსენებთ – ემზარ ქვარიანი, რომელსაც თქვენი რეპრესიების ქვეშ მომიწია ყოფნა, თქვენთან უსამართლობასთან ბრძოლაში, და ახლა დგეხართ და უსირცხვილოდ ხვდებით ვეტერანებს. ახლა, იმ ვეტერანებს მოგმართავთ, ვინც ამ გაუგებრობაში ხართ, თუ მიზანმიმართულად დადგებით მათ გვერდით, თქვენც იგივე მონაწილენი გახდებით იმ რეჟიმისა, რომელმაც ვეტერანები სისხლის გუბეში გვაბანავა. ახლა, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი სად დადგებით. მე სხვა არჩევანი ისედაც არ მაქვს. ვწუხვარ, რომ ამ განხეთქილების ორომტრიალში ვეტერანებიც აღმოჩნდებიან. მერაბიშვილს, კი მომიწევს კიდევ ბევრჯერ შევახსენო და ვუთხრა, შორს თქვენი ბინძური ხელები ვეტერანებისგან“.

Next Post

„მთავარი არხი“ – fake news ებს ნუ ავრცელებთ!“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

სამ მაი 26 , 2020
5,253 წაკითხვა„ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ნიუსზე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ფეიკია“ და პოსტს შესაბამისი სქრინიც დაურთო: „მთავარი არხი“ – fake news ებს ნუ ავრცელებთ! მესმის რომ გინდათ ბოკერია ნაცმოძრაობაში, მაგრამ – არ გყავთ, თქვენივე ბელადის უსაქციელობის გამო.“ – დაწერა ჩერგოლეიშვილმა. როგორც ჩანს, „მთავარ არხს“ ნიუსის მომზადებისას ტექნიკური შეცდომა გაეპარა და თამარ ჩერგოლეიშვილის მეუღლე გიგა ბოკერია, რომელიც […]

შესაძლოა მოგეწონოთ