“ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება იმ შემთხვევაში უნდა თუ თვითონ მოვა უმრავლესობით” – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ეს მაგრად წვალობს:

1. მაჟორიტარებზე კოორდინაციის ჩაშლა უნდა –

როგორც არაერთხელ მითქვამს, ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა თუ თვითონ მოვა აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი და 30 მაჟორიტარზე კოორდინაცია ამ შანსს სპობს.

ანუ ან მიშას აბსოლუტური მმართველობა – ან არაფერი. ესაა სააკაშვილის მიდგომა.

2. ხვდება რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა ძალიან დააზიანებს ისევ საპროტესტო ელექტორატში და მის ავტორიტეტს დედას უტირებს.

3. ამიტომ ერთიანი სიის უტოპიური და სრულიად ბრიყვული იდეებით გამოდის (ყოველთვის ბრიყვული იყო – ყველა სისტემაში), რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა თუ გაიტანა საკუთარ პარტიაში – მერე თქვას მე ერთიანობისთვის ვიბრძოდიო.

აი სულ ესაა ამის გაქანება”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ერთიან საარჩევნო სიაში.

 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *