1-ლი ივლისიდან მოქალაქეები მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას უსასყიდლოდ შეძლებენ

2,048 წაკითხვა

მიწის სისტემური რეგისტრაცია მომავალი თვიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიწყება, მიწის რეგისტრაციის პროცედურები კი  მარტივდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მესაკუთრეებს, მიწის გადასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში, უსასყიდლოდ დაეხმარება. პროცედურებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბოხაშვილმა ყელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

საჯარო რეესტრში განცხადების წარდგენის შემდეგ, მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზს და ყველა საჭირო ინფორმაციას, რეგისტრატორი თავად გამოითხოვს. მთლიანად ეს პროცესი – დოკუმენტების შეგროვება, დოკუმენტების სისტემატიზაცია, საჭიროების შემთხვევაში საქმის გაგზავნა აღიარების კომისიაში ან სანოტარო მედიაციის ჩანიშვნა, ფაქტების კონსტატაცია და მთელი რიგი სხვა მოქმედებები, მოქალაქისთვის არის სრულიად უსასყიდლო“, – აცხადებს ვახტან ბოხაშვილი.

პოტენციურ მესაკუთრეებს მიწის დარეგისტრირება ორი: სპორადული და სისტემური რეგისტრაციის გზით შეუძლიათ. სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მიწის აღრიცხვა დაინტერესებული პირების განცხადებისა და მისი წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. სისტემური რეგისტრაციისას კი ყველა საჭირო პროცედურას საჯარო რეესტრი თავად უზრუნველყოფს. სისტემური რეგისტრაციის დროს თუ რომელიმე მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიძებნა, საჯარო რეესტრი 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლებაზე გარკვეული პირობებით აღიარებს.

Next Post

„ბოკერიას ერთადერთი გეგმა დარჩა, რომ შეათრიოს...“ - თაკო ჩარკვიანი

შაბ ივნ 13 , 2020
2,048 წაკითხვაპარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი  მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისადმი ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოწოდებას და ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების განცხადებებს ეხმაურება. როგორც ჩარკვიანი აცხადებს, ელოდა, რომ ოპოზიციურ გაფართოებულ მაგიდასთან გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც აუცილებლად წავიდოდნენ გაერთიანების წინააღმდეგ. „სულ ვამბობდი და ვამბობ, რომ ძალა ერთობაშია, შესაბამისად, ამ გაერთიანებას გაერთიანებას არ ვეძახი, მე ვუწოდებ ფსევდო ოპოზიციურ მაგიდას და მაქვს უფლება, […]

შესაძლოა მოგეწონოთ