ახლა გამოათრიონ “რუსთავი 2”- ის სახედაკარგულმა პროდიუსერებმა რატი ბრეგაძე – ეკა კვესიტაძე

166 წაკითხვა

“ახლა გამოათრიონ “რუსთავი 2”- ის სახედაკარგულმა პროდიუსერებმა – ადრე ძველი ხელისუფლების ასევე უსიტყვო მონები რომ იყვნენ – რატი ბრეგაძე და კითხონ, ერთი ლეპტოპი რატონ არ აქვს სამინისტროს სააკაშვილის სასამართლოში ჩასართველად.

დღეს ბრეგაძე მშვიდად უნდა მივიდეს სახლში?”– ასე გამოეხმაურა ეკა კვესიტაძე პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ ეთერში ჩასართველად ტექნიკური შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რის გამოც დღევანდელი პროცესი გადაიდო.

ეკა კვესიტაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტი დატოვოს.

“თქვენი ჭირიმე, პარლამენტიდან მაინც გამოდით. ძალიან სირცხვილია უკვე”- წერს კვესიტაძე.

Next Post

სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი2"-ის დამფუძნებლების საჩივარი არ დააკმაყოფილა

ოთხ დეკ 14 , 2022
166 წაკითხვათბილისის სააპელაციო სასამართლომ, “რუსთავი2”-ის საქმეზე მიღებული წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, რომლის მიხედვით, არხის კეთილსინდისიერ შემძენად ქიბარ ხალვაშია დასახელებული, შესაბამისად არ დაკმაყოფილდა ტელევიზიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი, რომლებიც ითხოვდნენ წილების დაბრუნებას. ამ ინფორმაციას დავით დვალი ავრცელებს სოციალურ ქსელში და წერს: “სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აღდგენილი სამართლიანობა!”- წერს დავით […]