„ბოკერიას ერთადერთი გეგმა დარჩა, რომ შეათრიოს…“ – თაკო ჩარკვიანი

2,137 წაკითხვა

პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი  მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისადმი ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოწოდებას და ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების განცხადებებს ეხმაურება. როგორც ჩარკვიანი აცხადებს, ელოდა, რომ ოპოზიციურ გაფართოებულ მაგიდასთან გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც აუცილებლად წავიდოდნენ გაერთიანების წინააღმდეგ.

სულ ვამბობდი და ვამბობ, რომ ძალა ერთობაშია, შესაბამისად, ამ გაერთიანებას გაერთიანებას არ ვეძახი, მე ვუწოდებ ფსევდო ოპოზიციურ მაგიდას და მაქვს უფლება, რომ ასე ვთქვა, რადგან შეუძლებელია გაერთიანება იდეის გარეშე, ის ყოველთვის დაიშლება.

ბა გაერთიანება გვინდაო? ასე გვესმოდა მათგან. ამიტომ ვამბობ და ვამბობდი, გიორგი ვაშაძის სავარაუდო პრემიერობა სწორედ მაგიტომ დავაყენე, ახლა ხომ ყველაფერი გამოჩნდა, ლუსტრაცია მომხდარია. დიდი ხანია, დაშლილია, მათ აერთიანებდათ მხოლოდ გეგმა, ოცდაათწლიანი რამდენიმე ნათაღლითარი ლამობს, რომ საქართველო ისევ იმ წრეზე ატრიალოს. ამჯერად კი, ის ნათაღლითარები აწყობდა ბოკერიას, რადგან საკანონმდებლო ორგანო აირჩევს პრემიერს. ბოკერიამ თავის რეიტინგით კარგად იცის, რომ გარეთ ჩატარებული ვერანაირი კვლევით „ევროპული საქართველო“ ვერ მოხვდება. მან კი თქვა, რომ „ევროპული საქართველოდან“ უნდა იყოს პრემიერი. ერთადერთი გეგმა დარჩა, რომ შეათრიოს წვრილ-წვრილი, პატარ-პატარა ნათაღლითარი პოლიტიკანები და შემდეგ მათ მიაცემინოს თავისთვის ხმები. ეს იყო მისი გეგმა, ვფიქრობ, ჩავუშალეთ, ჯერჯერობით ასე ჩანს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Next Post

ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

შაბ ივნ 13 , 2020
2,137 წაკითხვაქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ექიმმა გუშინ  ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა. ექიმი  ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების […]

შესაძლოა მოგეწონოთ