„მანანა არჩვაძემ მუშებს ცოტნეს ჩაყრილი ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა”

1,444 წაკითხვა

„ფე­ის­ბუქ­ში“, ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ კოლ­ხუ­რი კოშ­კის ეზო­ში ჩაყ­რი­ლი ვაზი გა­კა­ფეს და მერე ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. ამ ვან­და­ლუ­რი აქ­ტის ავ­ტო­რად, არც მეტი, არც – ნაკ­ლე­ბი, ცოტ­ნეს დე­დას მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ასა­ხე­ლე­ბენ. ambebi.ge-ს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­ზო­ბე­ლი უყ­ვე­ბა:

„ცოტ­ნემ კოლ­ხუ­რი კოშ­კის ეზო­ში გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ყა­რა ვაზი, გო­რის მწვა­ნე და კა­ხუ­რი მწვა­ნე. ისე ელო­ლი­ა­ვე­ბო­და, სულ თავს დას­ტრი­ა­ლებ­და პა­ტა­რა ვე­ნახს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მან ბოლო წლებ­ში მეღ­ვი­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ეკი­დე­ბო­და ამ საქ­მეს, რა­შიც მისი მე­გო­ბა­რი მეღ­ვი­ნე­ე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

ცოტ­ნე ვაზ­ზე და ღვი­ნო­ზე „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზეც ხში­რად წერ­და და ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებ­და.

რაც ცოტ­ნე დაჭ­რეს და სამ­კურ­ნა­ლოდ ჯერ თურ­ქეთ­ში, შემ­დეგ კი გერ­მა­ნი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს, მე­გობ­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და ისი­ნი უვ­ლიდ­ნენ ვაზს და ღვი­ნო­საც. კოშ­კის გა­სა­ღე­ბი მხო­ლოდ გი­ორ­გის, მის ძმას ჰქონ­და და ცოტ­ნეს უნა­ხავ­და.

რაც ამ ქალ­ბა­ტონ­მა ჩა­ი­დი­ნა, ესაა ვან­და­ლიზ­მი, თა­ნა­მედ­რო­ვე შაჰ-აბა­სია. ორი-სამი თვე იბ­რძო­და კოშკში შე­საღ­წე­ვად, სულ აქ წრი­ა­ლებ­და. ადრე მო­ვი­და, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა და ეუბ­ნე­ბო­და, გა­ტე­ხეთ კა­რე­ბი, უნდა შე­ვი­დეო, მათ უთხრეს, არ გვაქვს ამის უფ­ლე­ბაო. უბ­ნე­ლებს ცოტ­ნე ისე უყ­ვართ, თვალ­ში რომ ჩა­უ­ვარ­დეთ, ხელს არ ამო­ის­ვა­მენ, ამი­ტომ მა­ნა­ნა მა­ინც ერი­დე­ბო­და უბანს, ეში­ნო­და წყრო­მის. ივ­ლი­სის ბო­ლოს ვი­ღა­ცე­ე­ბი მო­იყ­ვა­ნა, სა­კე­ტი გა­ა­ტე­ხი­ნა და ასე შე­აღ­წია კოშკში, თან ვი­ღაც მუ­შე­ბი მი­იყ­ვა­ნა. ჯერ იტ­რი­ა­ლა იქ, მერე უცებ ეზო­დან ცე­ცხლი ამო­ვარ­და. კოლ­ხუ­რი კოშ­კი ერთხელ უკვე და­იწ­ვა და ყვე­ლას შეგ­ვე­შინ­და, სა­ხან­ძრო გა­მო­ი­ძა­ხეს, აქ­ვეა, გა­ლის ქუ­ჩა­ზე და 5 წუთ­ში მო­ვი­და. მათ ნა­ხეს, რომ მა­ნა­ნა რა­ღა­ცე­ებს წვავ­და. კოლ­ხუ­რი კოშ­კის ეზო სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩი­დან ხე­ლის­გუ­ლი­ვით ჩანს და მე­ზობ­ლებ­მა აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში და­ი­ნა­ხეს, რომ ცოტ­ნეს დარ­გუ­ლი ვაზი აღარ არ­სე­ბობ­და.“

Next Post

„SOS!!! „ქართული ოცნების” სიაში გირგვლიანის მკვლელების მფარველია!“ - ხათუნა ხოფერია

სამ სექ 8 , 2020
1,444 წაკითხვა„ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია ფეისბუქზე წერს: „SOS!!! SOS!!! SOS!!! „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში ირაკლი პეტრიაშვილია!!!… ეს გახლავთ „იმედის“ მიერ გაკეთებული მამხილებელი გადაცემა! დიახ, „ქართული ოცნების” სიაში გირგვლიანის მკვლელების მფარველია! დიახ, ის კაცია, რომელმაც კობა კობალაძის მამა გაუშვა სამსახურიდან და გირგვლიანის მკვლელის- ალანიას მამა დანიშნა მის ადგილას! მაპატიეთ ყველამ!!! ბოდიშს გიხდით იმ ადამიანებს, ვინც მენდობოდით და […]

შესაძლოა მოგეწონოთ