“მეზობელ ბიჭს აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა” – 68 წლის ი.გ. დააკავეს( ვიდეო)

1,342 წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Next Post

„ვიკივლე, ვიწივლე, გავიგე იმ მანქანის პატრონის ნომერი და..“ - ინგა გრიგოლია

სამ სექ 22 , 2020
1,342 წაკითხვაინგა გრიგოლიას პოსტი ფეისბუქში: „თუ ვინმე ხართ ჩემს ფრენდებში, ვისთანაც ცოტა ხნის წინ დავრეკე და უშვერი სიტყვებით გაგლანძღეთ, ბოდიში.. მანქანა იყო ჩახერგილი, სტუდიაში მაგვიანდებოდა, ვერც წინ გავდიოდი და ვერც უკან, ვიკივლე, ვიწივლე..გავიგე იმ მანქანის პატრონის ნომერი და საშინელი სიტყვებით გავლანძღე. ეხლა ვზივარ სტუდიაში და ეთერის წინ იმაზე ვფიქრობ, ვინმე ნაცნობი ხომ არ იყო ნეტათქო, უცნობი თუ იყო, კიდევ უფრო […]