„დღის ბოლოს, მას შემდეგ რაც ემოციები დაიწურა, მოკლე რეზიუმე…“ – გია ხუხაშვილი

1,181 წაკითხვა

გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში:

„დღის ბოლოს, მას შემდეგ რაც ემოციები დაიწურა, მოკლე რეზიუმე.
ხელისუფლებას შეეძლო ყოველგვარი მამაძაღლობის გარეშე მოეგო არჩევნები. ამისთვის სულ მარტივი რამ იყო საჭირო – იმის აღიარება, რომ მისი მრევლის გარდა სხვებიც არსებობენ, რომლებიც შეიძლება შუშის ეკლესიაში არ დადიან სალოცავად, მაგრამ არსებობენ შესაძლოა განსხვავებული რწმენით, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით და საკუთარი ფასეულობათა სისტემით. ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედა პრინციპით – „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“, მოეძებნა თუნდაც მცირე პოლიტიკური პარტნიორები და ამით გადაედგა პირველი ნაბიჯი საზოგადოების კონსოლიდაციისკენ, ნაცვლად სიძულვილის დანერგვისა და დაპირისპირებისა.
მან ეს არ გააკეთა, ყველა სხვაგვარად მოაზროვნეს „მოღალატე“ უძახა მის საკუთრებაში არსებული ყველა უთოდან.
ამიტომ აღარ ვცემ პატივს ერთ დროს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს.
ეს გაბრაზება და ჩუმი სინანული დამრჩა ამ საღამოს, მეტი არაფერი.“

Next Post

რა მოხდება თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის?

ორშ ნოე 2 , 2020
1,181 წაკითხვაკონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განმარტება: „კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას. უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელი უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შეიტანება იმ პირის […]