„დედამთილი მეუბნებოდა, გიჟი ხარო, დედამთილის მეშინოდა“ – ნელი დოროყაშვილი

915 წაკითხვა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგის მარინა მათიაშვილის განცხადებით, ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა.

ფსიქოლოგმა სასამართლოში ნელი დოროყაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც დაზარალებულმა მას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის დროს მიაწოდა. აღნიშნულის მიხედვით, ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგს უყვება, რომ მისი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრებაში დედამთილი აქტუალური იყო.

“პირველივე თვეებიდან მივხვდი, რომ რაღაც გაუგებრობაში ვიყავი. დედამთილთან თავიდან კარგი ურთიერთობა მქონდა, თითქმის მეგობრული… მიხვდი, რომ ჩემი პიროვნული მიუღებლობა ჰქონდა, ჩემი ყველაფრისგან განრიდება ხდებოდა და ნიკას განრიდება ჩემგან.

ფეხმძიმობის პერიოდში ხშირი იყო მეგობრული შეგონებები – მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბირულია და ხშირად გიჟდებიანო, ეს გამონათქვამები კონკრეტულად მე მეხებოდა – მშობიარობის შემდეგ, ქალის ფსიქიკა ლაბირულია და დიდი ალბათობაა გაგიჟდე, ბოლოს, სრულიად კატეგორიული ფორმა მიიღო – გიჟი ხარ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა, მაგრამ თავაზიანად ვიქცეოდი, ბავშვი მცირეწონიანი დაიბადა, მაგრამ ჯანმრთელი, ამაზე მსაყვედურობდა – შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო, რომ შევეპასუხე, უზრდელი ხარო.

ეს ყველაფერი ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე აისახა. 2016 წლიდან ძალადობის ფორმები დამძიმდა, 2017 წლიდან ძალიან აგრესიული სახე მიიღო”, – აცხადებს ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგთან.

იპნ

Next Post

ვინ აფინანსებს გიორგი გახარიას?

ხუთ მაი 27 , 2021
915 წაკითხვა“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გუნდის დაფინანსებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იქვე ამბობს, რომ “ერთადერთი, რასაც ყველა ხედავს, არის ის, თუ  რომელი ტელევიზიები აპიარებენ მას”. – გიორგი გახარიას გუნდის დაფინანსებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, ერთადერთი, რასაც ყველა ვხედავთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ მას, ეს თვალნათელია, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ეს გარკვეულ ეჭვებს ამძაფრებდეს, – თქვა პარლამენტის […]