„ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ?“ – დავით ბერძენიშვილი

1,313 წაკითხვა

„სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ?“ – წერს

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქში.

„ოკუპირებული ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, ქართული სპეცრაზმის ჩასაფრება არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლოს? სპეცოპერაციის ფინალს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში თუ აღარ? სანამ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, საბოლოო დასკვნებიც ნაადრევია.

ტერორისტი თუ დაკავებული ან განადგურებული არ იქნება და “აორთქლდება”, ან ოკუპანტებთან სახვეწარი თუ ექნა, ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს? მათ ხელში რომ სახელმწიფოს დღემდე მისიანების ნაწილიც კი ვეღარ დატოვებს, არათუ ჩვენ… ამდენიც აღარ იციან ბიძინამ და მისმა ქვეშევრდომებმა?“ – წერს ბერძენიშვილი.

 

Next Post

„როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: „შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“ - ირაკლი კვარაცხელია

ხუთ ოქტ 22 , 2020
1,313 წაკითხვაზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, ყველაზე ლოგიკური ტელევიზიასთან დაკავშირება იყო, რათა სამართალდამცავებს სცოდნოდათ იმის შესახებ, რომ თავდამსხმელს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა ეჭირა. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ კვარაცხელიამ დეტალურად გაიხსენა ეპიზოდი, როცა თავდამსხმელმა მას ტელევიზიასთან დაკავშირება მოსთხოვა. „ბევრი მძევალი იყო. პირველად ერთ ადამიანს სთხოვა, რომელიც მან თან წაიყვანა შემდეგ, რომ დაერეკა 112-ში, მან დარეკა 112-ში, ასევე […]