„1500 კაციან უბანზე 50 ხმასაც რომ ვერ იღებ და მიშას ხსენებაზე დუჟი მოგდის“ – მეგი გოცირიძე

2,673 წაკითხვა
მეგი გოცირიძის პოსტი ფეისბუქში:
1500 კაციან საარჩევნო უბანზე 50 ხმასაც რომ ვერ იღებ და მიშას ხსენებაზე დუჟი მოგდის, მიშას მხარდამჭერებით გადაჭედილ მოედანზე რომ სიტყვით გამოგყავს სამარცხვინო ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც ბენდუქიძეს გული გაუხეთქა, მამა გიორგი ციხეში ჩატოვა, ჩვენი სამხედრო გმირები არ გაანთავისუფლა , თავი მხოლოდ კარტოფილის მოსავლის აღებით დაგვამახსოვრა და იმით, რომ საკუთარი კრიმინალი ნათესავები გამოყარა ციხეებიდან , ოთხი წელი რეზიდენციის ყარაულად მუშაობდა და ამ დროს ვინმე ელისაშვილის გადასაწყვეტი ყოფილა მიხეილ სააკაშვილი სად უნდა იყოს და რა უნდა აკეთოს, ეს არის ცინიზმის მწვერვალი და თუ ვინმეს ეშლება, რომ ყველას-1 არის მარტო
ივანიშვილი, პირადად შევახსენებ არა მხოლოდ ფეისბუკის ტრიბუნიდან, არამედ იმ ტრიბუნიდანაც, სადაც ის ხალხი დგას , ვისაც პირადად ჩემზე და ჩემისთანებზე მეტი არცერთ ეტაპზე არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის!
გმადლობ ყურადღებისთვის!

Next Post

„მგონი, უგულავა ერთადერთია, ვინც ამას ხვდება“ - გია ხუხაშვილი

კვი ნოე 15 , 2020
2,673 წაკითხვა გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: უკვე რამდენი ხანია ვაკვირდები ევროპული საქართველოს “სიზიფეს შრომას” ანტიმიშას და ანტიბიძინას ელექტორალური სეგმენტების ერთიანად დასაკავებლად. სინამდვილეში, ანტი-მიშასთვის ის იგივე მიშაა, ანტი-ბიძინასთვის კი ბიძინა. ეს პარტია ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკის ღამურად, რომელიც “არც მიწისაა, არც ცისა…”, მიუხედავად იმისა, რომ ფრთებიც აქვს და ოთხივე თათიც… P.S. მგონი, უგულავა ერთადერთია, ვინც ამას ხვდება.