საქართველოს მთავრობის დადანაშაულება ამ საკითხში არაა სწორი –  სოსო მანჯავიძე

1,877 წაკითხვა

უცხოეთში დარჩენილი ქართველების ბედი, რომელთა ნაწილი უსახსროდ დარჩა, ყველას გვაწუხებს, მაგრამ საქართველოს მთავრობის დადანაშაულება ამ საკითხში არაა სწორი, ხოლო ამ თემის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა-საერთოდ უზნეობაა.
ჯერ ერთი – ამ პრობლემის გადაწყვეტა ასეთ დროს უჭირთ ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა საფრანგეთი და აშშ.
მეორე – თავიდანვე იქნა მიღებული ზომები და შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებლის მაქსიმუმი კეთდება.
ცალკეულ ჩინოვნიკთა დაუდევრობა, ცხადია. გამორიცხული არაა.
რაც შეეხება სპეკულაციურ ფასებს ავიაბილეთებზე. ასეთ დროს ფულის მოგება და, მითუმეტეს, ფასების გასამმაგება უნდა აღიკვეთოს და სათანადოდ დაისაჯოს,
და კიდევ.
ალბათ ყველასთვის გასაგებია,რატომ ცდილობდნენ ასე დაჟინებით გიორგი გახარიას ცამოცილებას ნაცები და მათი ეპიგონები.
მას აქვს კრიზისის მენეჯერის გამოკვეთილი ნიჭი და უნარები.
ურთულესი გამოცდის დროს,რომელიც გვიდგას და წინ გველის ასეთი თვისებების მქონე ადამიანი სანთლით საძებარია.
ამავე დროს, გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი, რომლის შედეგები მძინე იქნება გონიერებასთან ერთად. მკაცრ ხელსაც საჭიროებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება დეტრუქციული, უპასუხისმგებლო პოპულისტების შეკავება გამწვავებული სოციალური პრობლემების ფონზე.
ეს პრობლენები ყველას შეგვეხება და მაქსიმალური თავშეკავება და სოლიდარობა გვმართებს.

 სოსო მანჯავიძე

Next Post

ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანია - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“

ორშ მარ 23 , 2020
1,877 წაკითხვაყველაზე უპასუხისმგებლო კომპანია – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც თანამშრომლებს მკაცრი გაფრთხილება მისცა, რომ წყალი ჩაეჭრათ იმ ურჩი გადამხდელებისთვის რომლებიც არ იხდიან გადასახადს. მათ შორისაა ისინიც, ვისაც უკვე წლების დავალიანება ერიცხება. რა თქმა უნდა იმაზე არავინ დავობს, რომ ურჩ გადამხდელებზე ხელის დაფარება უნდა მოხდეს მაგრამ, ისმის კითხვა – რატომ მაინც და მაინც იმ დროს, როდესაც ყვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, […]