ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კოვიდ 19-გან გარდაიცვალა

2,275 წაკითხვა

ქართველი ბიზნესმენი, ვახტანგ ფხაკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვახტანგ ფხაკაძის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ვახტანგ ფხაკაძეს კორონავირუსი ჰქონდა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელისა და პრეზიდენტის, ღირსეული პიროვნების, ერთგული მეგობრისა და ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდით მდგომის, სიკეთით სავსე ადამიანის, ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო. ვახტანგი იყო მეუფე იაკობის კურსელი და დიდი ხნის მეგობარი. ვუთანაგრძნობთ ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“,- ნათქვამია ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„ინტერპრესნიუსი“ „ლუტეციას“ დაუკავშირდა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, დეტალებზე ამ დროისთვის ვერ ისაუბრებენ.

იპნ

Next Post

„დედას გიტირებთ ყველას ჩემს შვილს ვინც შეეხება !!!!“ - მამუკა გამყრელიძე

კვი დეკ 6 , 2020
2,275 წაკითხვა„ძალა ერთობაშიას“ წევრი, მამუკა გამყრელიძე, სოციალურ  წერს:  ჩემს ქალიშვილს covid-19 დაუდასტურდა. იზოლაციის მიზნით ჩვენი მეგობრების სასტუმროში გადავიდა. იმ სასტუმროში, რომელიც სწორედ კოვიდ-იზოლაციის პროგრამაშია ჩართული. ახლა ურეკავენ ჯანდაცვის სამინისტროდან და ეუბნებიან უნდა წახვიდე ამ სასტუმროდან და იქ გადახვალ სადაც ჩვენ გიბრძანებთო !!! ჯანდაცვის სამინისტრომ სასტუმროს დაურეკა და გაუშვით ქუჩაშიო !!! დედას გიტირებთ ყველას ჩემს შვილს ვინც შეეხება !!!! თქვე ნაბი@ვრებო […]