პრაღის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებს

1,366 წაკითხვა

პრაღის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, 27 წლის პირმა ოქტომბრის დასაწყისში პრაღის ცენტრში 29 წლის კაცს მძიმე დაზიანებები მიაყენა.

პოლიცია საქართველოს მოქალაქის ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მას თან შესაძლოა იარაღი ჰქონდეს.

სამართალდამცავმა ორგანომ შესაბამისი ზომები მიიღო საზღვრებზე ეჭვმიტანილის შესაძლო გაქცევის გამო. ძებნილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი მსგავს დანაშაულში წარსულში ნასამართლევია.

რუსთავი 2

Next Post

„არაფერია იმაზე რთული, ვიდრე...“ - გიორგი კეკელიძე

ორშ დეკ 7 , 2020
1,366 წაკითხვაგიორგი კეკელიძის პოსტი ფეისბუქში: „არაფერია იმაზე რთული, ვიდრე სველი შეშით ცეცხლის დანთება. სიზიფეს საქმის ნათესავი ამბავია. ვისაც სოფლად უცხოვრია, იოლად მიხვდება. დიდხანს უნდა იწვალო, შეიძლება ძველი, განწირული წიგნის ქაღალდი მიაშველო და ასე გამოაშრო. თუ გაქვს ხმელი ერთი ღერი მაინც – დიდი წამალია. ან კვარი ან „სალიარკა“ ლიმონათის მიწისფერი ბოთლიდან. და ბოლოს მოეკიდება. საათების მერე. ამ ცეცხლით ვერ თბები, უბრალოდ […]