„არ მჯერა, რომ კვდები, როგორც არც ის მჯეროდა, რომ შიმშილობდი“ – თამარ ჩერგოლეიშვილის ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს

860 წაკითხვა
თამარ ჩერგოლეიშვილი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს და, გადასარჩენად, რეალობისთვის თვალის გასწორებას ურჩევს.
“იცი, რომ შენდამი ნდობა მთლიანად გამქრალი მაქვს და არ მჯერა, რომ კვდები, როგორც არც ის მჯეროდა, რომ შიმშილობდი და როგორც ის არ მჯეროდა, რომ ჩამოხვიდოდი (არ მეგონა, რომ ციხეში წასასვლელად მზად ხარ) – შენ კარგად იცი, რომ შენდამი ნდობის საფუძველი მე არ გამაჩნია.
შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ ციხეში შეიძლება კიდევ დიდხანს იყო. შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ შენი თავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ დგება და შენ ვერ იქნები ამ ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალური ფიგურა.
ის ხალხი, ვინც მხარს გიჭერს და “მიშა, მიშას” გაიძახის, იდეებისგან და შინაარსისგან დაცლილია, შენს კერპზეა აგებული და ისინი ვერ გახდებიან ცვლილებების მოტორი. ზომბები არიან. ასევე თვალი უნდა გაუსწორო დასავლეთის პოზიციას”.

Next Post

„ყველა გარშოკს თავის რუჩკა აქვს" - ნიკოლოზ რუსიშვილი გიორგი მარგველაშვილზე

ხუთ აპრ 28 , 2022
860 წაკითხვა„მარგველისშვილმა კიდევ ერთხელ დაამოწმა ძველი სომხური ანდაზა, “ყველა გარშოკს თავის რუჩკა აქვსო” ძლივს არ “მიაღწია” სანატრელს“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკოლოზ რუსიშვილი.

შესაძლოა მოგეწონოთ