პანკისში, ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 2 პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი 2000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

1,823 წაკითხვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, პანკისში, ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მესამე პირი, რომელიც არასრულწლოვანია, 2000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროცესზე ბრალდების მხარე სამივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სასამართლოს ეზოში პანკისის ხეობის მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილი, თუმცა მომხდარის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, გოჩა წელაურისა და მისი 16 წლის შვილის ცემის საქმეზე ბრალი სამ პირს ჰქონდა წარდგენილი.

წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.

ipn.ge

Next Post

„მისი მოვლა ჯოჯოხეთია, ძალიანაც ნუ გადამირბენთ” – ნანიკო ხაზარაძემ მამა პანსიონატში მიიყვანა

ორშ აგვ 24 , 2020
1,823 წაკითხვანანიკო ხაზარაძის პოსტი ფეისბუქში: „ვისაც ჩემზე უფრო გიყვართ მამაჩემი, გელოდებით ყიფშიძის 16 ნომერში. თქვენ გექნებათ იზოლირებული ოთახი და ტელევიზორი, კვება თავისთავად. მამას ალცჰაიმერი აქვს. ალცჰაიმერის დაავადება — თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ვისაც შეხება არ ქონია ამ დიაგნოზთან, რთულად გაიგებს მის ხასიათს, რომელიც ფაზებით ხასიათდება. თავიდან შეუმჩნევლად მიდის ყველაფერი და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ […]