„ეს საკითხი დროულად უნდა მოიხსნას“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

1,827 წაკითხვა
თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი ფეისბუქში:
ქართული დემოკრატიის და ქართული საზოგადოების ინტერესებშია იცოდნენ, აგერ უკვე თვეზე მეტია, რას აკეთებენ მათი რჩეულები.
პროცესის ასეთი ხანგრძლივი გაუმჭვირვალობა დამატებით უნდობლობას აჩენს პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკოსების მიმართ.
თუ ინფორმაციის დამალვის ინტერესი ისაა, რომ საზოგადოების რეაქციამ პროცესის მონაწილეები არ დააფრთხოს, ეს უკიდურესად ანტიდემოკრატიული ინტერესია. პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ უნარი ამომრჩეველს აუხსნან რატომ იღებენ ამა თუ იმ არაპოპულარულ გადაწყვეტილებას, წნეხის მიუხედავად.
პოლიტიკოსები არ არიან ბავშვები, რომლებიც საზოგადოების რეაქციისგან უნდა დავიცვათ – პირიქით, ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ამ ხალხის წინაშე, იმიტომ რომ ამ ხალხისგან აქვთ მანდატი.
ეს საკითხი დროულად უნდა მოიხსნას.
კრიზისში ვართ – ჯანდაცვის კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი.
ვისაც ქართული დემოკრატიის ინტერესი ამოძრავებს და მოკლემხედველი არაა, კარგად უნდა ესმოდეს რა საფრთხეების წინაშე ვდგებით ასეთი უნდობლობის წახალისებით, ასეთ კრიზისში.

Next Post

„აი, ასეთი მორიდებულია ეს ბიუჯეტის ვირთაგვა“ - ბონდო მძინარაშვილი

სამ დეკ 8 , 2020
1,827 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: უგულავამ თქვა, – ახლა პარლამენტში შესვლა პირდაპირ “ქართულ ოცნებაში” შესვლას ნიშნავსო! ის კი აღარ უთქვამს, – ვინც ჩვენთან ერთად ზის, პირდაპირ ნაცსექტაშიაო! აი, ასეთი მორიდებულია ეს ბიუჯეტის ვირთაგვა!  ახლა კი სერიოზულად. ოპოზიციურ პარტიებს მივმართავ: მართლა ვერ ხვდებით, რომ ახლა ამ ბოიკოტით სწორედ სააკაშვილის და ნაცსექტის ინტერესებს ემსახურებით?! რა ვიცი, კაცმა რომ გკითხოთ, ჭკუა, გონება, […]