1,234 წაკითხვა
ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში:
უგულავამ თქვა, – ახლა პარლამენტში შესვლა პირდაპირ “ქართულ ოცნებაში” შესვლას ნიშნავსო!
ის კი აღარ უთქვამს, – ვინც ჩვენთან ერთად ზის, პირდაპირ ნაცსექტაშიაო!
აი, ასეთი მორიდებულია ეს ბიუჯეტის ვირთაგვა!
ახლა კი სერიოზულად.
ოპოზიციურ პარტიებს მივმართავ:
მართლა ვერ ხვდებით, რომ ახლა ამ ბოიკოტით სწორედ სააკაშვილის და ნაცსექტის ინტერესებს ემსახურებით?!
რა ვიცი, კაცმა რომ გკითხოთ, ჭკუა, გონება, ძალა და გამოცდილება არ გაკლიათ და მაინც ვერ ხვდებით?!
მაპატიეთ, “ძალა და გამოცდილება” არ უნდა მეხსენებინა, ეგ მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს აქვს და ისედაც ვერ შედის პარლამენტში!
მაგრამ თქვენ ხომ გაქვთ თქვენი ჭკუა და თქვენი გონება?!
რატომ აშანტაჟებინებთ თავს სააკაშვილს და ნაცსექტას?!
ეგ ჭკუა-გონება უბრალოდ ისე გაქვთ და “უხმარ არს”?!
ვერ ხედავთ, რომ აქეთ “ქართული ოცნება” და იქით ნაცსექტა სახეს გაკარგვინებთ და გაბლენდერებთ?!
სარკეში ჩაიხედეთ!