„მე ასე ვხედავ სინოდის ამჟამინდელ ფუნქციას, სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა“ – არჩილ გამზარდია

1,080 წაკითხვა

არჩილ გამზარდიას შეფასება სინოდის სხდომასთან დაკავშირებით.

„სინოდს შეეძლო წირვა-ლოცვები 24 საათიანიც კი გაეხადა ამ განსაცდელის დროს და მამები ღვაწლში ყოფილიყვნენ ამ მძიმე დატვირთვისათვის, მხოლოდ მრევლისთვის თანამონაწილეობა დისტანციური გაეხადა, რაც სრულიად შესაძლებელი იყო.

სინოდს შეეძლო განა ზიარების საიდუმლოს აღსრულებაზე ეთქვა უარი, არამედ, უბრალოდ ტრადიციის ფორმაში შეეტანა მცირე ცვლილება, არა იმიტომ რომ ზიარებაშია რაიმე რისკი, არამედ საერთო მშვიდობისა და სიმშვიდისათვის, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა სიმშვიდისათვის, რადგან ეკლესია ყველაზე უნდა ზრუნავდეს.

სინოდის გადაწყვეტილებებს და მოწოდებებს საერთო პანიკა კი არ უნდა გაეძლიერებინა, არამედ უფრო უნდა ჩაეცხრო.

მე ასე ვხედავ სინოდის ამჟამინდელ ფუნქციას, სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა.“– წერს არჩილ გამზარდია.

21 მარტს გამართულ სინოდის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ზიარების წესი, ვირუსის მიუხედავად არ შეიცვლება.

Next Post

ზიარების წესი არ იცვლება, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება

შაბ მარ 21 , 2020
1,080 წაკითხვა”ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება.”– ამის შესახებ მეუფე იოანემ ქუთაისში ქუჩების კურთხევის დაწყების წინ განაცხადა. მან ხალხი გაამხნევა სიტყვებით: ”ჩვენთან არს ღმერთი!” რაც შეეხება სააღდგომო ღვთისმსახურების წესის ცვლილებას, მეუფე იოანემ განაცხადა, რომ ამას მაშინ ვნახავთ, როდესაც აღდგომა დადგება. ”ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ, რომ არის ერთი სულიერი, მარადიული ცხოვრება […]