„თქვენ აუცილებლად გასამართლდებით!“ – ხათუნა ხოფერია

1,236 წაკითხვა

საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს ყველა ის ორგანიზაცია თუ კერძო პირი, ვინც შექმნა, დააფინანსა და ორგანიზება გაუკეთა სექსუალური უმცირესობებისთვის პირადი ცხოვრების უფლების ჩამორთმევის გეგმას!”– ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია წერს სოციალურ ქსელში:

“დიახ, ის, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, სხვა არაფერია თუ არა იძულებით, ზეწოლით, შანტაჟით, ფულით მანიპულირება ადამიანების ერთი ჯგუფის პირადი ცხოვრების!

გამოიტანე საჯაროდ შენი ცხოვრების დეტალები! გახადე შენი პირადი ცხოვრება საზოგადოების მსჯელობის საგანი! დაგვიმტკიცე, რომ შენ საზოგადოება გიჭერს მხარს! მოაწყვე საჯარო დემონსტრირება შენი ფარული, პირადი ცხოვრების და დაამტკიცე, რომ საზოგადოებისთვის მისაღები ხარ!

რა არის ეს?

რა არის თუ არა მცდელობა, პიროვნების ყველაზე თავისუფალი და დაცული სფერო- პირადი ცხოვრება, გახადო საზოგადოებაზე დამოკიდებული!
გაიარე დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე თავისუფლად და მიაღწიე იმას, რომ ხალხმა დაგიკრას ტაში!
რატომ?!

რატომ უნდა იყოს ვინმეს პირადი ცხოვრება, სექსუალური არჩევანი, ლტოლვა და ლოგინი საზოგადოების ტაშზე დამოკიდებული?
რატომ?….

ჰიტლერი მათ ხოცავდა! საბჭოთა სისტემა მათ ასამართლებდა! მსოფლიო დემოკრატიამ ისინი პირადი თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ფარულობის დაცულობისგან “გაანთავისუფლა” და ხალხის სამსჯავროზე დაყარა როგორც გაურკვეველი “სორტის” საქონელი!

მიდით! ივაჭრეთ!… ვინ რამდენს გადაიხდით ამ ადამიანების პირად ტრაგედიასა თუ პირად ბედნიერებაში?!

მიდით, დაარწმუნეთ ისინი, რომ თქვენი ფულის, ხალხის ტაშის, კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეში არაფერს წარმოადგენენ! რომ მათი შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, გენიალური მეცნიერული აღმოჩენები, ლიტერატურული ქმნილებები სხვა არაფერია, თუ არა საწყალი “პიდარასტის” უსუსური ცხოვრების შედეგი.

დიახ, თქვენ, ვინც “იცავთ” მათ უფლბებს, ვინც საჯაროდ დემონსტრირებთ მათ განსხვავებულობაზე, ტირით და გულამოსკვნილი კრუსუნებთ, თქვენ არღვევთ და ანადგურებთ მათ ცხოვრება! მათ თავისუფლებას! მათ ფარულ, ე.წ. პირად ცხოვრებას!

თქვენ წაართვით ამ ადამიანებს სრულფასოვნების განცდა! თქვენ წაართვით მათ უფლება იყვნენ, უბრალოდ, ნიჭიერები, ბედნერები, შემოქმედნი, მეღვაწეები… თქვენ ისინი ლჯბტQ თემად აქციეთ! თქვენ უნდა გასამართლდეთ!

თქვენ, ჩვეულებრივი ადამიანების პირად ცხოვრებაზე მოკუნტრუშე, მოტირალო, მოღლიცინე, გამდიდრებულო “უფლებადამცველებო”!
და თქვენ აუცილებლად გასამართლდებით!”- წერს ხათუნა ხოფერია.

Next Post

ის დააშავეთ, რომ ეს სისაძაგლე დაუშვით ლისის ტბაზე - სოსო მანჯავიძე

კვი ივლ 4 , 2021
1,236 წაკითხვასოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში: ის საშინელი სისაძაგლე, რომელიც ლისის ტბაზე ჩაიდინეს ამ უკუღმართებმა, ნათლად აჩვენებს მათ მიზნებს და ამოცანებს. არ ისვენებენ ელჩები, რომელთა ზეწოლა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ამ ყველაფრით ქართველი ხალხის გაღიზიანება უკვე იმდენად დიდია, რომ შეიქმნა სერიოზული საფრთხე, კვერცხები უფრო მყარმა საგნებმა შეცვალოს. მე მივიჩნევ, რომ ეს საჭირო არ არის. 50000 კვეერცხი სრულიად საკმარისი იქნება ამ კვერცხების […]