„დიდი სირცხვილი და კატასტროფა იქნება, რომ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს“ – ალეკო ელისაშვილი

ძალიან დიდი სირცხვილი და კატასტროფა იქნება, რომ სააკაშვილი ციხეში ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოკვდეს. ეს იქნება სახელმწიფოსთვის თავის მოჭრა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„როდესაც ის შიმშილობდა, მისი მხარდამჭერების ერთ ნაწილზე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ სულზე იყვნენ გარდაცვლილიყო, რათა რაღაც მუხტი გაჩენილიყო და რევოლუცია მოეწყოთ. მეორე მხრივ, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მისი მოწინააღმდეგეების ნაწილს ერთი სურვილი ჰქონდა სააკაშვილის სახით პრობლემა „სტალინურად“ მოეშორებინა – არის ადამიანი, არის პრობლემა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მე არცერთ ჯგუფს მივეკუთვნები. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხეში იყოს ჯანმრთელი. გული იმაზე მწყდება, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყველა უყურებს თავისი გადასახედიდან, პარტიული ჭუჭრუტანიდან. საქართველოს სახელმწიფო იმიჯზე არავინ ფიქრობს. სააკაშვილი ციხეში ჯანმრთელობის პრობლემებით რომ ზის, ეს აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს. ამას ასე უნდა შევხედოთ, რომ ვართ სახელმწიფო, რომელიც კლავს ციხეში ყოფილ პრეზიდენტს. რად გვინდა ეს? არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც მიაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარია და ტყვედ არის აყვანილი. მიმაჩნია, რომ კონკრეტული დანაშაულებები აქვს ჩადენილი, რომელზეც პასუხი უნდა აგოს. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ. ხელისუფლებაში ყოფნა არ არის ინდულგენცია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *