რუსთავში მარიხუანისგან გაბრუებულმა სკოლის მოსწავლემ ქუჩაში გონება დაკარგა – ვიდეო

2,364 წაკითხვა

რუსთავში, შარტავას გამზირზე მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს.

„ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით 15 წლის ბიჭი დილით სკოლაში უნდა წასულიყო თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცენტრალურ საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმმა სულხან სამხარაძემ „ინფო რუსთავთან“ განაცხადა, რომ მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა.

ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავის #21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი „ინფო რუსთავთან“ აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში არ მისულა თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია.

Next Post

პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძის ღია წერილი ხელისუფლებას

კვი სექ 22 , 2019
2,364 წაკითხვასამხდერო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე, სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს. წერილის ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური პროკურატურა და სახალხო დამცველია.  თავდგირიძე ხელისუფლებას იმ საქმეების გადახედვას და დამნაშავეების დასჯას სთხოვს, ვინც მისი ოჯახის მიმართ  წლების მანძილზე ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ხელისუფლებას, რატომღაც სხვა უამრავ საქმესთან ერთად, ეს საქმეც თაროზე აქვს შემოდებული, ხოლო დამნაშავე პირები დღემდე დაუსჯელები არიან. როგორც წერილშია აღნიშნული, იმ […]