სააკაშვილის განცხადება გიგი კალანდაძის დაკავებაზე

676 წაკითხვა

საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე – სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მისივე სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სააკაშვილი იმედოვნებს, რომ გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში.

“საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი.

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა. რამდენადაც ვიცი, გენერალი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე, მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!”, – წერს სააკაშვილი წერილში.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება გერმანიაში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით მოხდა. სხვა დეტალები უცნობია.

Next Post

„ეს რა ჩამოსხმაა, ნახეთ - იმედია, მიმიხვდით მინიშნებას“ - დემურ გიორხელიძე

ორშ დეკ 20 , 2021
676 წაკითხვადემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში: ეს რა ჩამოსხმაა, ნახეთ! ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ: “ნატო არ აპირებს გადაარჩინოს უკრაინა რუსეთის აგრესიისაგან, რუსეთისათვის იმის გარანტირებით, რომ თავის შემადგენლობაში არ მიიღებს უკრაინას”. რა ეშლება ნატოს გენერალურ მდივანს?! ბევრი რამ! მთავარი ისაა, რომ იგი ვერ გრძნობს ამ ორგანიზაციის ავტორიტეტის დაკარგვასა და ამ დაპირებული უბადრუკი ქვეყნების რუსეთის საწინაააღმდეგოდ […]