დიდი სამამულო ომის მონუმენტთან მისასვლელ ბილიკზე ახალი საფლავის გაჭრა იგეგმება

2,326 წაკითხვა

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, ქალაქ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს და ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელს, ვლადიმერ იმნაძეს მიმართავს. „მედიაპრესი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ქალაქ ბათუმის მერს – ბატონ ლაშა კომახიძეს
ასლი – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს, გენერალ ვლადიმერ იმნაძეს

ბატონო ლაშა,
ჩვენი ორგანიზაცია დაკავებულია ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვით და დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული ისტორიული მემკვიდრეობის მოვლა-შენარჩუნებით.
ბათუმელი აქტივისტების მხრიდან შემოვიდა შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ფერიის სასაფლაოზე, სადაც ჩვენი ხელშეწყობით ნაწილობრივ მაინც იქნა გადარჩენილი დიდი სამამულო ომის მონაწილეების საფლავები, სამშაბათს, 24 სექტემბერს, უკანონოდ, ე. წ. „საქმის ჩაწყობით“, იგეგმება ახალი საფლავის გაჭრა დიდი სამამულო ომის მონუმენტთან მისასვლელ ბილიკზე.
უმორჩილესად გთხოვთ, პირადად ჩაერიოთ ამ საკითხში და შეაჩეროთ ვანდალიზმის აქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსულენოვან მასმედიაში ეს ფაქტი გაშუქდება ძალიან უარყოფით კონტექსტში და საქართველო, მათ შორის, ქ. ბათუმი, შელახავს საკუთარ იმიჯს, როგორც მაღალი ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყანა, სადაც პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა საფლავებს. გულწრფელი პატივისცემით,

გულბაათ რცხილაძე
ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

Next Post

ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე

კვი სექ 22 , 2019
2,326 წაკითხვარამდენიმე ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ერთ-ერთი სოფლიდან იწყება. არასრულწლოვნებს, პორნოგრაფიულ ფოტოებს სავარაუდოდ ოჯახის წევრების თანხმობით უღებდნენ და შემდეგ საზღვარგარეთ ყიდდნენ. მსხვერპლთა და ბრალდებულთა ნათესავები ამტკიცებენ, რომ ფოტოების პორნო შინაარსზე არაფერი იცოდნენ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით სიუჟეტი “იმედის კვირამ” მოამზადა. როგორც სიუჟეტში ბავშვთან პორნოგრაფიის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შვილი, 8 წლის გოგოს და ამბობს, ფოტოგადაღებები სარეკლამო ხასიათის იყო, “მაგალითად თეთრეული […]