პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

464 წაკითხვა

საქართველოს პრეზიდენტი 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების საკითხზე, დამატებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით.

იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა – მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია.
რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!“- ნათქვამია განცხადებაში.

Next Post

თბილისში, 14 წლის გოგომ ბებიის მოკვლა სცადა

ოთხ აპრ 21 , 2021
464 წაკითხვათბილისში, 14 წლის გოგონა საკუთარი ბებიის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. მოზარდმა ბებიას დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენა. ბებიის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. დანაშაულის მოტივი უცნობია,  თუმცა როგორც ირკვევა, შემთხვევას წინ უძღოდა ოჯახში მომხდარი კონფლიქტი. 80 წლის ბებია ამბობს, რომ მოზარდის აგრესიული ქცევა მისი დედის ალკოჰოლდამოკიდებულებით არის გამოწვეული. დაზარალებული ბებიის თქმით, ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახური კონფლიქტების გამო აქვს.