სახლის დალაგების საუკეთესო ალტერნატივა

735 წაკითხვა

დღის განმავლობაში უამრავი რამეა მოსასწრები, უამრავი დეტალი გასათვალისწინებელი, ნაყოფიერი სამუშაოს შემდეგ კი სახლში მისვლისას, ერთადერთი რაც გვსურს, უბრალოდ განტვირთვაა. ასეთ დროს ყველაზე შემაშფოთებელი ის ფაქტია ხოლმე, როდესაც სახლი მოუწესრიგებელი ან დაულაგებელი გვხვდება, რაც ნამდვილად თავის ტკივილის მიზეზად შეიძლება იქცეს. იმისდა მიუხედავად ენერგია გვაქვს თუ არა, რუტინული საქმის შესრულება ნამდვილად მოსაბეზრებელია. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ მძიმდება, როდესაც ნანატრი უქმეები დგება, სახლი კი მთლიან დასუფთავებას ითხოვს, რამაც შეიძლება მთელი დღეც კი წაიღოს. ნამდვილად მოსაწყენია. განსაკუთრებით არასასიამოვნო შეგრძნება სახლის დალაგებაზე იმ ადამიანებს ეუფლებათ, ვისაც ძალიან დატვირთული განრიგი აქვს და საღამოსაც საქმის კეთება უწევს, დასვენებას კი მხოლოდ გვიან ახერხებს. თუ ნებისმიერი ჩამოთვლილი მიზეზი თქვენთვის კარგად ნაცნობია და სახლის დალაგება არასასიამოვნო გრძნობას იწვევს, ეს ახალი ამბავი ნამდვილად გაგახარებთ. ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა პლატფორმა, რომელიც ამ თავისტკივილს აგარიდებთ და შესაძლებლობას მოგცემთ ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ, ხოლო სანამ ისინი სახლს დაალაგებენ, ეს დრო საკუთარ თავს, ან სულაც, სხვა, ბევრად მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმოთ.

თანამედროვე რეალობაში ნებისმიერი სფერო და საქმიანობა თანდათან ციფრულდება, დაწყებული საკვების შეკვეთის სერვისითა თუ დამთავრებული თმის ჩაბარების მომსახურებით. ბოლო პერიოდში კი ამ ჩამონათვალს სახლის დალაგების პლატფორმაც დაემატა, სადაც Helpy-ს გამოცდილი და სანდო ქლინერები თქვენი სურვილის შესაბამისად ნებისმიერ ადგილს საგულდაგულოდ დაალაგებენ.

Helpy გახლავთ სრულად ავტომატიზირებული ციფრტული პლატფორმა პროფესიონალური დალაგებისთვის, რომელიც ემსახურება ნებისმიერი ტიპის ადამიანს და სთავაზობს ვეგვერდის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში დააკავშიროს ისეთ პროფესიონალებს, რომლებსაც შესწევთ შესაძლებლობა, ნებისმიერი სახისა თუ სირთულის ობიექტი ეფექტურად დაალაგონ. Helpy-ში დალაგება დასუფთავება განაწილებულია სხვადასხვა ტიპის სერვისებად, რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერი სახის ადამიანის მოთხოვნილებას. ვეგ-გვერდზე შეკვეთის განხორციელებისას უპირველესად დგინდება ობიექტის დაბინძურების დონე, რის შემდეგ მის დასალაგებლად საჭირო დროსაც გაიგებთ. პლატფორმის უპირატესობა მისი პრაქტიკულობაა, მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს მის ფინანსებზე თუ სურვილზე მაქსიმალურად მორგებული შეთავაზება, აქ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც მთლიანი ბინის დალაგება, ასევე ერთი, კონკრეტული ოთახისა და ობიექტების დასუფთავება. Helpy-ს მიზანია პროფესიონალური დალაგების სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეს ნებისმიერი ტიპის ადამიანს, განურჩევლად ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობისა და ხელმისაწვდომი იყოს ყველა ფენისთვის.

Helpy-ს პლატფორმით სარგებლობისას სასურველ ობიექტზე მოდის კვალიფიციური პროფესიონალი, რომელიც არის შესაბამისად გადამზადებული და ვინც საგულდაგულოდ ასრულებს საკუთარ საქმიანობას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ქლინერი შეკვეთის შესრულების პროცესში დააზიანებს ზედაპირს, ან რომელიმე ნივთს, კომპანია ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და აუცილებლად აანაზღაურებს ხარჯებს. Helpy-ს ქლინერები გამოირჩევიან არამხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, არამედ მაღალი სანდოობით.

პლატფორმაზე შეხვდებით სხვადასხვა სერვისებს, რომელიც დაყოფილია კატეგორიებად და მომხმარებელს აძლევს საშუალებას სახლის დალაგება დასუფთავება ისე მოხდეს, როგორც მას სურს.

ეკონომი

ეკონომი არის საათობრივი მომსახურება, რაც ნიშნავს, რომ გაქვთ საშუალება სახლში აირჩიოთ კონკრეტულად რისი დალაგება გსურთ და გადაწყვიტოთ მუშაობის ხანგრძლივობაც. მისამართზე მოდის მხოლოდ ერთი ქლინერი, რომელიც დათქმულ დროში მიხედავს პრობლემას და აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ხსნარითა თუ ინვენტარით.

სტანდარტული

სერვისი გულისხმობს იმ სახლის დალაგებას, რომელშიც ცხროვრობენ მაცხოვრებლები. ამ მომსახურებით სარგებლობისას შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტულად რომელი ოთახების დასუფთავება გსურთ, ამ ოთახებში კი ზუსტად რა ობიექტის დალაგება გინდათ.

დალაგება ჯგუფით

ამ ტიპის სერვისის არჩევისას თქვენს სახლს ესტუმრება ქლინერების მთელი დაჯგუფება, რომელიც მიუწვდომელ ადგილებს მიწვდება, საგულდაგულოდ დაალაგებს, გაწმენდს და ეფექტურად მოაშორებს რთულად მოსაშორებელ ლაქებს. სხვადასხვა ტექნიკა და კარადები გაიწმინდება როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.

რემონტის შემდგომი

რემონტის შემდეგ სახლის დალაგება ყოველთვის აუცილებელია, რომელიც ნამდვილად არასასიამოვნო საქმეა. Helpy-ს სერვისი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ განახლებულ და სუფთა სახლში. ქლინერი სახლს გაწმენდს სამშენებლო მტვრისა თუ ლაქებისგან.

ფანჯრები

ფანჯრების გაწმენდა საკმაოდ არასსიამოვნო, თუმცა აუცილებელი საქმეა, რომელსაც Helpy-ს გუნდი სრულად მიხედავს. მომსახურებაში შედის ფანჯრის ორივე მხრიდან გაწმენდა, ჩარჩოს გარედან და შიგნიდან დასუფთავება, რაფის და მწერების ბადის გაწმენდა.

ქიმწმენდა

ამ სერვისის არჩევისას სპეციალისტი მხოლოდ პროფესიონალურ ტექნიკას და უმაღლესი ხარისხის ხსნარებს გამოიყენებს. ქლინერი ავეჯიდან გადაწმენდს მტვერს, გამოიყენებს ხსნარებს, სრულად მოაშორებს ჭუჭყსა თუ ლაქებს და მოაცილებს ხსნარებს.

 

Next Post

დავით ლილუაშვილი - „ისე, სააკაშვილი კი არის ღირსი, რომ მის მიერ შექმნილ ციხეში მოხვედრილიყო და ისე არადამიანურად მოპყრობოდნენ“

ოთხ ოქტ 20 , 2021
735 წაკითხვაავტორიტარული რეჟიმის შემოქმედს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა უწევს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სააკაშვილი მსჯავრდებულია 2 სისხლის სამართლის საქმეზე,ხოლო 2-ზე კი მართლმსაჯულებას ელოდება, რასაც დაემატა საზღვრის უკანონო კვეთის ახალი საქმეც. სააკაშვილის თანაგუნდელები კი ბედავენ და აცხადებენ,რომ ის უდანაშაულოა, უფრო მეტიც, რომ ის არის პოლიტპატიმარი და ამას აცხადებენ იმაზე, ვინც ციხეები გადაავსო პოლიტპატიმრებით. ხელისუფლებას ახლა, როგორც არასდროს მართებს მედგრად დგომა, არავითარი […]