2,019 წაკითხვასასამართლო დარბაზში საქმის განხილვის დროს ადვოკატი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს. „ახლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში. ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – წერს ასათიანი.

2,271 წაკითხვააშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოხსნა სანქციები თურქეთის მიმართ, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ… რუსეთის სამხედრო ნაწილები თურქეთ-სირიის საზღვარზე განლაგდა.. სირიაში რუსული სამხედრო ნაწილების კონტინგენტი ძალიან სწრაფად იზრდება. პ.ს. რომ არა თურქეთის ოპერაცია, ეს ვერ მოხდებოდა, ანდა, დიდ სიხლთან იყო დაკავშირებული და… უზარმაზარ ნეგატიურ პროპაგანდასთან მთელს მსოფლიოში… პოლიტიკის გზები და ინსტრუმენტები შეუცნობელია გაუცნობიერებელი ადამიანებისათვის. დემურ გიორხელიძე

2,703 წაკითხვასახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. „მედიაპრესი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2019 წლის 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელსა და მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეო მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს […]

2,173 წაკითხვასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 […]

4,883 წაკითხვაბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. შესაბამის კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა. ამასთან, 2020 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შეადრებით 0,2 ქულით გაუმჯობესდა. რეიტინგის შედგენა 10 ინდიკატორის მიხედვით ხდება. […]

1,811 წაკითხვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ე.წ. სამართალდამცველების მიერ პატიმრების ცემას ასახავს, განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაუყონებლივ მიიღოს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს […]

2,158 წაკითხვასაქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის წარუმატებლობა სახეზეა. რუსულ ოკუპაციას აზერბაიჯანთან შექმნილი პრობლემაც დაემატა,  და მაინც, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველაფერი რიგზეა.. „პირველ რიგში, ეს ყოველივე ნათლად მიანიშნებს ხელისუფლების სრულ უუნარობას. ფაქტია, ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა ვერც საშინაო და ვერც საგარეო გამოწვევებს. მან ვერ მოახერხა ვერც ერთი მიმართულებით სიტუაციის დალაგება“. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს პრობლემები წინა ხელისუფლებების დროიდან მოდის და ამაში […]

2,398 წაკითხვა„დღეის მდგომარეობით, ქალაქში A კატეგორიის დაახლოებით 11 000 ტაქსია რეგისტრირებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. „ჩვენ განვახორციელეთ ტაქსის რეფორმა, რომელიც მართლაც წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე. A კატეგორიის ტაქსები ქალაქში დაახლოებით 11 000-ია რეგისტრირებული, რომელიც ქალაქის […]

2,253 წაკითხვასაგარეო საქმეთა მინისტრის,  დავით ზალკალიანის განცხადებით, გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება. ზალკანიანის თქმით, ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა. „მსგავსი შეხვედრა არ იგეგმება. ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი. ჩვენ მსგავს შეხვედრაზე არ ვმუშაობთ და არც ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი შეხვედრის დროს არანაირ მომავალ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი”, – განაცხადა ზალკალიანმა.

3,629 წაკითხვამოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს მიმდინარე ფორუმი მისი ორი წინამორბედი ფორუმის წარმატების გამოძახილია. ღონისძიებას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება. „ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, […]