2,241 წაკითხვა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება. ზალკანიანის თქმით, ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა.
„მსგავსი შეხვედრა არ იგეგმება. ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი. ჩვენ მსგავს შეხვედრაზე არ ვმუშაობთ და არც ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი შეხვედრის დროს არანაირ მომავალ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი”, – განაცხადა ზალკალიანმა.