78 წაკითხვამინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, გულშემატკივრების სოლიდარობა ჰმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს. “მე ვიცი, რომ უსაზღვროდ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს საქართველოშიც, უკრაინაშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ. მინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენი სოლიდარობა მმატებს […]

120 წაკითხვასაქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპერტიზის დასრულებამდე სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს. როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს „ვივამედის“ კლინიკაში შეყვანიდან დღემდე დაახლოებით, 20 კილოგრამი აქვს დაკლებული და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. „წუხანდელთან შედარებით, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა, ზოგადად, რთული მდგომარეობაა. ეს რაც ჯანმრთელობას შეეხება. წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოა. 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, […]

122 წაკითხვაის ხალხი, რომელსაც ვიცნობ – ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, იდეოლოგიურად ყოველთვის იქ იყვნენ, რაზეც დღეს საუბრობენ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიბნელეში, რომელიც პირდაპირი გზა არის რუსეთისკენ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა. თინა ხიდაშელის შეფასებით, „ეს ხალხი პოლიტიკურად კიდევ უფრო შორსაა წასული ვიდრე „პატრიოტთა ალიანსი“ და უფრო დიდ უფსკრულში იმყოფება“. მისივე თქმით, „ხალხის […]

105 წაკითხვა„ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას” უერთდება. კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ გადიან დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია. შესაბამისად, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნებიდან” გასვლის მიუხედავად, ე.წ. ოთხეულის მსგავსად, მიქელაძეც, სეფაშვილიც, კაჭარავაც, ჯაფარიძეც და ბერაიაც საპარლამენტო […]

124 წაკითხვასაქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ამერიკელი ადვოკატი მოინახულებს, ხვალ კი მასთან ამერიკელი ნევროლოგი შევა. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, როდესაც ექსპერტები საექსპერტო კვლევას დაასრულებენ, დასკვნა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს გადაეცემა. აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ, ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართავენ. „სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადაუვადებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელს, თუ გადაუვადებს, ერთი საათის ამბავია, ჩაჯდება თვითმფრინავში […]

126 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს „რატიფიკაციისთვის“ წარუდგინა ოთხი ხელშეკრულება რუსეთთან ოთხი ახალი რეგიონის შეერთების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ე.წ. „საერთაშორისო ხელშეკრულებები“, სხვა საკითხებთან ერთად, აზუსტებს ახალი რეგიონების „საზღვრებს“. დოკუმენტების თანახმად, „ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის საზღვრები განისაზღვრება საზღვრებით, რომელიც არსებობდა მათი დაარსების დღეს და რუსეთთან შეერთების დღეს“. სახელმწიფო სათათბირო უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებებს 3 ოქტომბერს […]

128 წაკითხვაპარლამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 3 ოქტომბერს წარედგინება. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით სამინისტროების დაფინანსება იზრდება. პროექტის გათვალისწინებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 მლრდ 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია – 771.1 მლნ ლარით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა ერთი მილიარდ 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის […]

61 წაკითხვა“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დააზიანოს და ფარსი შექმნას. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 3 კანდიდატია სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული, რასაც მხარს უჭერს. ვაშაძის თქმით, ამ 3 კანდიდატის გარდა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, “ქართული ოცნების” სატელიტი იქნება. “ერთ-ერთი კითხვა არის, რატომ შეიქმნა ის ფარსი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, რომელიც დღეს გვაქვს. მინდა კიდევ […]

112 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს დიალოგის, მეგობრობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ, რამაც მყარი სტრატეგიული პარტნიორობა მოიტანა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის საერთო ინტერესებშია. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. […]

116 წაკითხვა1 ოქტომბერი – თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, ამ 10 წლის მანძილზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისკენ. „ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი. ამ 10 წლის მანძილზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, მშვიდობისკენ, […]