ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ ჩემი თავის უფრო შემეშინდა, რომ არ გავბოროტდე – ანი წითლიძე

192 წაკითხვა

შიმშილობის მე -5 დღე სრულდება. ეს ახალი გამოცდილება არის ჩემთვის.
ფსიქოლოგიურად მზად შევხვდი ამიტომ ჩემი ფიზიოლოგიაც ჩემს ცნობიერს დაექვემდებარა.”– წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

“ჩემი შიმშილობა არ არის არც მსხვერპლშეწირვა და არც მოლოდინი იმის, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების მოთხოვნა უპირობოდ შესრულდება რუსული ოცნების მიერ.
ჩემი შიმშილობა უკიდურესი პროტესტის გამოხატვა არის – ქვეყანაში გამეფებულ ზიზღზე, ბოღმაზე, შურისძიებაზე, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე – იმაზე რასაც გვაჩვევს ეს ხელისუფლება როგორც ჩვეულებრივ ამბავს.

მიშას კადრების გამოქვეყნება იყო ჩემთვის წარმოუდგენელი დამცირება და შეურაცხყოფა მხოლოდ მიშასი კი არა, ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ხელისუფლებას არ ვეთანხმებით.

ეს იყო ზიზღის, შურისძიების, ბოღმის და ანგარიშსწორების ზეიმი.
ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ ჩემი თავის უფრო შემეშინდა რომ არ გავბოროტდე.
მე არ მჯერა ზიზღის, სიძულვილის და ანგარიშსწორების მორევში რომ ვინმე გაიმარჯვებს – ეს სიძულვილის ბუმერანგი ყველას დაგვანგრევს ქოცსაც და ნაცსაც.
ამიტომ სადღაც ზღვარზე ყველა უნდა გავჩერდეთ და დავფიქრდეთ.

მიშა უნდა გადარჩეს – უნდა გადარჩეს იმ ქოცი ამომრჩევლის გამოც ვისაც ეს ხელისუფლება 10 წელია ზიზღით კვებავს.

ჩემზე არ ინერვიულოთ, მე მხნედ და კარგად ვარ. ვიქნები ყველგან სადაც იქნება ბრძოლის წინა ხაზი. ახლა ამ ფორმით, სხვა დროს იმ ფორმით რა ფორმითაც დასჭირდება აქტიურ ბრძოლას.”– წერს ანი წითლიძე.

Next Post

ვპასუხობ, რა დიაგნოზები აქვს მიხეილ სააკაშვილს? - მარიამ ჯიშკარიანი მოკლე დასკვნას აქვეყნებს

სამ დეკ 20 , 2022
192 წაკითხვაცენტრი “ემპათიის”  ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხობს: “კითხვებზე ვპასუხობ: რა დიაგნოზები აქვს მიხეილ სააკაშვილს, ცნობისმოყვარე სკეპტიკოსები მეკითხებიან –  ძალიან მძიმე, წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს. უმრავლესობა მათგანი კავშირშია მოწამვლასთან. სისხლში, თმაში – აღმოჩენილია: ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტალიუმი, ტყვია, ბისმუტი, ბარიუმი, ფრჩხილებში კადმიუმი, მანგანუმი, მცირე დოზებით, სიმპტომებთან კორელაციაში მიუთითებს ინტოკსიკაციაზე. დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, რთულ ქიმიურ […]