„ასეთი ბაზა, გიუმრის ბაზის პირისპირ, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება“

„სამყაროში დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია. ყველა მოთამაშე ცდილობს თავისი აქტივების ინვენტარიზაციას და სადაც სუსტები არიან, იქ გაიძლიერონ პოზიცია. ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ამერიკის შეერთებული შტატები არცთუ უსაფუძვლოდ, საქართველოს განიხილავს საკუთარ აქტივად და აქ პოზიციის გამყარებას ცდილობს“ – აცხადებს „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გია ხუხაშვილი. ექსპერტი, „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარის, ლუკ კოფის იდეას  აშშ-ის ჯარების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით, არარეალურად მიიჩნევს.

„ლუკ კოფის ეს განცხადება დროული ვერ არის. მოკლე ან საშუალო ვადაში ასეთი ბაზა საქართველოში, მით უფრო ახალქალაქში, გიუმრის ბაზის პირისპირ, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. თუმცა საინტერესოა, როგორც განაცხადი და ინტერესის ფიქსაცია, რომ საქართველო ამერიკისთვის პერსპექტივაში დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილია. რუსეთს საქართველო უპირობოდ მიაჩნია თავისი გავლენის სფეროდ და ამას ნებით არ დათმობს. მეტიც, რუსეთს მადა უკვე გახსნილი აქვს. უპირობოდ მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა რუსულ ორბიტაზე უნდა დაბრუნდეს. ეს კრემლის უცვლელი სტრატეგიაა, ილუზიაც კი არ უნდა გვქონდეს, რომ რამეს შეცვლის, თუ იძულებული არ გახდა. დასავლეთს კი დღეს არა აქვს საკმარისი რესურსი, რუსეთს ასეთი რამ აიძულოს”, – განმარტავს ექსპერტი.

„სამწუხაროდ, ჩვენ ამ ცვლილებების კვალდაკვალ გამოკვეთილი სტრატეგია არა გვაქვს. ეს მარტო ამ ხელისუფლების უბედურება არ არის, არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა გეოპოლიტიკური რეალობა გაანალიზებული. სააკაშვილმა აგრესიულ რიტორიკაზე ააგო საგარეო პოლიტიკა და ქვეყანა მაღალი რისკის ზონაში შეიყვანა, დღევანდელმა ხელსუფლებამ კი ზედმეტი სიფრთხილის გამო კაპიტულანტური ნოტები გააჩინა თავის სტრატეგიაში. მართალია, ბოლო დროს რუსეთი ძალიან აგრესიული გახდა, მაგრამ­ საერთაშორისო პრესინგზე ჯერ კიდევ რეაგირებს. ეს ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ხელისუფლება კი ამისთვის ძალიან უხარისხოდ ან საერთოდ არ მუშაობს. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ თუ რუსეთს მოვეფერებით, კარგად მოგვექცევა“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *