„ძალიან მკაფიოა ევროკავშირის მესიჯი“ – გიორგი ვაშაძე

391 წაკითხვა

ძალიან მკაფიოა ევროკავშირის მესიჯი – არ იქნება პროგრესი ვალდებულებების შესრულებაში, სამწუხაროდ, საქართველო ვერ მიიღებს მაკროფინანსურ დახმარებას. ასე, რომ ყველაფერი “ ქართული ოცნების” ხელშია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა “მიშელის კაბინეტისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ განმარტა, ის წუხს, რომ “ქართული ოცნების” ნაბიჯებიდან გამომდინარე, ასე ზიანდება საქართველოს ინტერესები.

“თუ არ იქნება მართლმსაჯულებაში კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, რაც კანონის ძალით დოკუმენტში თვითონ ევროკავშირის შიგნით არის განმტკიცებული, თუ არ იქნება შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული პროგრესი, მაშინ ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საქართველო მაკროფინანსურ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. უკვე ვერავინ მოტყუვდება იმ რაღაცით, რასაც ლაპარაკობს “ქართული ოცნება”. ფაქტია, რომ სამწუხაროდ, მართლმსაჯულება, ისევე როგორც საარჩევნო, სხვა ტიპის რეფორმებიც გაჩერებულია. ასევე ძალიან მნიშვნლოვანი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები. იცით, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და ამასაც ამ კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება”, – აცხადებს ვაშაძე.

რაც შეეხება კითხვას, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს თუ 43%-ს ვერ მიიღებს “ ქართული ოცნება”, ვაშაძის თქმით,

ამაზე უკვე ფიქრობენ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი თუ 43%-ს ვერ მიიღებს მმართველი პარტია.

“მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და ახლა, ჩვენს ხმას ელოდება დასავლეთი”, -აცხადებს ვაშაძე

Next Post

„ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს და მათზე პასუხები საინტერესოა“ - დავით ჩიხელიძე

ხუთ აგვ 26 , 2021
391 წაკითხვა„ქვეყანაში, არის რამდენიმე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ძირითადად ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს, თეთრზე შავს ამბობს და პირიქით. ისინი  თავისი მიკერძოებულობით, სუბიექტური მოსაზრებებით,  ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.”– ამბობს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე და ეხმიანება ორგანიზაცია “ISFED’-ის საქმიანობას. „ფაქტია, მათი პოლიტიკური „ყნოსვა“ კავშირშია  ნაციონალურ მოძრაობასთან და რიგ შემთხვევაში სწორედ ნაცების  მესიჯების შეფარული გაჟღერებით არიან დაკავებული,  აღნიშნულში მათი წარსული გვარწმუნებს –  გავიხსენოთ ცესკოს ოთხი ყოფილი თავმჯდომარე: ჭიაბერაშვილი, […]

შესაძლოა მოგეწონოთ