„ვინ არის ბიძინას გამშვები? „ნოლების პარადია“ ჩემი ჩათვლით” – გუბაზ სანიკიძე

1,999 წაკითხვა

ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა გამარჯვება, როცა ერთიანი სიით არ გავიდა არჩევნებზე. აი, ახლა არ აპირებს მიშა პრემიერობას და მითხარით, ვინ არის ბიძინას გამშვები?! ერთადერთი ადამიანი, ვისი შიშიც აქვს ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილია. აცხადებს საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე „2020NEWS“-სთან საუბრისას.

„ოპოზიცია ერთიანი სიით რომ გასულიყო, ხომ მოიგებდა ამ არჩევნებს? ამ გაყალბებული შედეგითაც კი, 52-ით 48 მოიგო ოპოზიციამ. სხვა ვითარება გვექნებოდა ოპოზიციას საკაშვილის შეთავაზება რომ მიეღო და არჩევნებზე ერთიანი სიით გასულიყო. მაშინ ყველამ ტლინკი ყარა. ცალ-ცალკე არავინ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ერთად უკვე გამარჯვების ზეიმი გვექნებოდა და ბიძინა გაშვებული გვეყოლებოდა. 

ჩვენ გავუშვით რეალური გამარჯვება ხელიდან, ამაში მონაწილეა მედიაც. წამყვანი ჟურნალისტები საუბრობდნენ – არ გვინდა მიშა, არ გვინდა პოლარიზაცია, გვინდა მრავალფეროვანი საქართველო. ხო გვაქვს ახლა მრავალფეროვანი საქართველო, დაშლილი დანაწევრებული ოპოზიცია, ფრაქციას ვერ აკეთებს ვერცერთი. მრავალფეროვანი საქართევლო კი არა და ერთ მუშტად შეკრული საქართველოა ახლა საჭირო.

აი, ახლა არ აპირებს მიშა პრემიერობას და მითხარით, ვინ არის ბიძინას გამშვები? ბიძინას არ ეშინია არც ერთის ამ ოპოზიციიდან, „ნოლების პარადია“ ჩემი ჩათვლით. ერთადერთი ადამიანი, ვისიც პირუტყვული შიში აქვს ბიძინა ივანიშვილს, არის მიხეილ სააკაშვილი. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესებიდან ამოვარდნილი იყოს მიხეილ სააკაშვილი… რაზე მეკამათებით, თუ არა და აგინეთ მიშა და შეიხვილიფეთ ბიძინა“

Next Post

„მიუღია ნანატრი მილიონი საწყალს“ - რუსუდან შარაძე გუბაზ სანიკიძისა და მელიას დაპირისპირებაზე

სამ ნოე 3 , 2020
1,999 წაკითხვარუსუდან შარაძის გამოხმაურება “მთავარი არხი”-ს ეთერში, გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებაზე: „2009 წლის 25 მაისის ღამეს, ,,საკანში“, გუბაზ სანიკიძე რომ ვნახე, იქ მივხვდი, რომ მაშინდელი ოპოზიციის ერთობა დამთავრებული იყო. იგივე ბედი ეწია გუშინ მკვლელების ბანდას. მიუღია ნანატრი მილიონი საწყალს. პარლამენტში არ შევლენ კი არა, ერთმანეთს ვერ შეასწრებენ და პირველი, ეს გასიებული ,,ბოჩკა“ იქნება. რა სპექტაკლი მოაწყო, ვაიმე! ათას […]

შესაძლოა მოგეწონოთ