შალვა პაპუაშვილი – იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები, ჩვენ სასიკეთოს არც ღონისძიებას ველით, არც განცხადებას და არც გადაწყვეტილებას

იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები, ჩვენ სასიკეთოს არც ღონისძიებას ველით, არც განცხადებას და არც გადაწყვეტილებას, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 29 ნოემბერს, გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით: – “ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან და არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

„ის, ვინც არ არის საქართველოს მეგობარი, გააგრძელებს არამეგობრულ ნაბიჯებს. ამიტომ, იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები, ჩვენ სასიკეთოს არც ღონისძიებას ველით, არც განცხადებას და არც გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესმა დაგვანახა, ვინ არის ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და ვნახეთ, რომ ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გულზე მჯიღს იცემენ ხოლმე „საქართველო, საქართველოს” სკანდირებით, ვნახეთ, რამდენად წვრილმანი პოლიტიკანები არიან, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის წინსვლას. ნაცვლად იმისა, დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის ამ სტატუსს.

მეორეს მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ ის ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან და არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, ყველაფერს აკეთებენ ამ პერიოდში იმისთვის, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას ამ გზაზე. ჩვენ ვნახეთ მათი მცდელობები რეზოლუციების კუთხით, როგორ დაესხნენ თავს სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ტექსტს, როგორ მოხდა ძალის კონცენტრირება, რომ შიგნით აღმოჩენილი ფორმულირებები, რომლებიც პირდაპირი მოწოდებაა ევროკომისიის მიმართ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ.

ჩვენ ხელისუფლებას ახლა უწევს ძალიან რთულ პირობებში მუშაობა, ერთი მხრივ, არის ევროკავშირის დარწმუნების საკითხი და მეორე მხრივ, არის ეს ხელისშემშლელი ფაქტორები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან ამ მისწრაფებას და ხელისუფლებას უწევს მუშაობა, რომ რამენაირად ეს საფრთხეები გავანეიტრალოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *