„ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება“ – მიხეილ სააკაშვილი

1,176 წაკითხვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება, ხოლო ქართველი ხალხი დიდი გამარჯვებისთვის. როგორც მან ქუთაისში მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის წარდგენაზე ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ხელისუფლებას არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია, სამაგიეროდ გაფუჭებაში ბადალი არ ჰყავს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ სამარცხვინო ნიმუშად რჩება გელათის მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობა.

„ახლოვდება და იწყება დიდი ნაციონალური ტალღა. ეს არის აღმშენებლობის ტალღა, ჩემთვის მათ სამარცხვინო ნიმუშად რჩება ჩვენი სათაყვანებელი გელათი, არაფერი ახლის შექმნა და გაკეთება არ შეუძლიათ, სამაგიეროდ გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ. გელათის ცინკის სახურავი, ასევე ძროხებით შემორტყმული საქართველოს და არა ქუთაისის პარლამენტი, უამრავი სხვა მიშვებული, ჩამოძენძილი პროექტები, მათ შორის წყალტუბოში მსოფლიო კლასის სასტუმროები. რუდუნებით, მთელი მსოფლიო მოვიარე და ვთქვი, რომ სწორედ ქუთაისიდან იქნებოდა ყველაზე მაგარი სასტუმროები მსოფლიოში. ახლა ყველაფერი არის დანგრეული, გაჩერებული, ყველაფერი არის ამ 8 წლის უძრაობის სიმბოლო. ჩემთვის არის მხოლოდ ერთი ამბიცია – აღმშენებლობა, სწრაფი წინსვლა. მინდა ბოდიში ხელახლა მოგიხადოთ იმის გამო, რომ ამ დღეში აღმოვჩნდით, რადგან მეც ვხედავ ამაში ჩემს პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ 8 წელი, რომელიც დავკარგეთ, უნდა ავინაზღაუროთ მაქსიმუმ 2 წელიწადში, რადგან 4-ჯერ, 5-ჯერ მეტი სისწრაფით უნდა ვაკეთოთ ყველაფერი და ეს ასეც იქნება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

„რა თქმა უნდა, ისინი ყველანაირ ხრიკებს ამზადებენ, ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება, ხოლო ქართველი ხალხი დიდი გამარჯვებისთვის. პარტიებზე კი არ არის საუბარი, საუბარია საქართველოს ყოფნა-არყოფნაზე“,-განაცხადა სააკაშვილმა.

Next Post

„როდესაც ივანიშვილი ნახავს ამ ინტერვიუს, არ გამოვრიცხავ, რომ..“ - სკანდალური ინტერვიუ “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან

შაბ ოქტ 24 , 2020
1,176 წაკითხვა„მთავარი არხი“ სკანდალური ინტერვიუს ანონს ავრცელებს „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან ელდარ გოგოლაძესთან. ინტერვიუს მთავარი აქცენტები: ბიძინა ივანიშვილი 2003 წლის დეკემბერეში შეეცადა პირველად პოლიტიკაში მოსვლას, მომიყვა თავის შეხვედრებზე სურკოვთან. (შეგახსენებთ, ვლადისლავ სურკოვი 1999-2011 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და კრემლის მთავარი იდეოლოგი იყო, 2011-2013 წლებში სურკოვს ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. 2013 წლის 20 სექტემბერს […]

შესაძლოა მოგეწონოთ