ნავსი გატყდა – ყოფილმა პოლიტპატიმრებმა უკრაინის ფეტიში დაამსხვრიეს

695 წაკითხვა

18 ივნისს, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ აქციაზე, აქციის ორგანიზატორებმა, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა რამაზ გაგნიძემ, ვასილ გოგალაძემ და ზაზა დავითაიამ, ასევე მიტინგის მონაწილეებმა, დაგმეს ზელენსკის უკრაინის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა.

„მეორე ფრონტი არ იქნება!“ – ეს იყო აქციის მთავარი ლოზუნგი და ამ სულისკვეთებით მხარდაჭერა გამოხატეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო კურსის მიმართ. „გაიტანეთ უკრაინა!“ – ეწერა კიდევ ერთ პლაკატზე, „გაიტანეთ გრენლანდიის“ ანალოგიით. მართლაც, მომაბეზრებელი გახდა საქართველოს ქალაქების ქუჩებში გამოფენილი უკრაინული დროშები და ყეყეჩური წარწერები „დიდება უკრაინას“.

თავად ზელენსკი, ისევე როგორც მისი ახლო წრე, თბილისის აქციაზე მწვავე კრიტიკის და დაცინვის ობიექტი გახდა. „ორი ქინძი“ – ეწერა ჰალსუხტის ღეჭვით გართული სააკაშვილისა და ზელენსკის ერთ-ერთი კლოუნადის ამსახველი სურათების ქვეშ. ასევე იყო პლაკატი, „წადით თქვენი!“, ზელენსკის გარემოცვის არახამიას, დანილოვის და სხვათა მისამართით. ასევე იყო კრიტიკა ამერიკის ორპირი პოლიტიკის მიმართ, გაფრთხილებაც, რომ თურქეთის გავლენა საქართველოში იზრდება. „არა ნეოოსმანიზმს საქართველოში!“ , „შევაჩეროთ თურქული გავლენა აჭარაში!” – ეწერა ზოგიერთ პლაკატზე. აღინიშნა, რომ დასავლეთი ორმაგ სტანდარტებს ახორციელებს – არ ამჩნევს თურქეთის ექსპანსიას იმავე სირიაში მაშინ, როდესაც მთელი ხმით გაჰყვირის უკრაინაში „რუსეთის შეჭრაზე“.

აქციის ცალკეულ მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები უკრაინის მხრიდან 8 წლის განმავლობაში დაცხრილული დონბასის ქალაქების მსხვერპლთა ფოტოსურათებით. „8 წლის მანძილზე მათ არავინ იმჩნევდა“ – ქართულ და ინგლისურ ენებზე იყო წარწერა.

ათონელის ქუჩაზე გამართული აქციის მონაწილეებმა დაგმეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ უკრაინის ხელისუფლების უკან მდგარი დასავლური ძალების ჩარევის პოლიტიკა. გადახაზულ იქნა ევროპარლამენტარებისა და აშშ ლობისტების პორტრეტები, რომლებიც საქართველოს და მის მთავრობას კრიჭაში უდგანან, ამართლებენ სააკაშვილის რეჟიმს და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ.

პოლიციის გააქტიურება გამოიწვია აქციის მონაწილის, 26 მაისის მიტინგის დაზარალებულის, მიხეილ აფციაურის პლაკატმა, რომელზეც კიევის გეი-პარადი, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკის გეი-კლიპის და მისი მრჩევლის, არესტოვიჩის ქალური ჩაცმულობის ფოტოები იყო გადახაზული “Z“ სიმბოლოთი. ამ პლაკატის გამო მიხეილ აფციაური ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აქციის ორგანიზატორებმა მთავარს მაინც მიაღწიეს – უკრაინის ფეტიში დაიმსხვრა, უკრაინის კრიტიკა ღია სივრცეში აღარ არის ტაბუიზირებული. საქართველოს მთავრობას აქვს შანსი, გამოიყენოს ეს განწყობები და განამტკიცოს თავისი სუვერენული კურსი.

 

Заколдованный круг разрушен – бывшие политзаключенные разрушили фетиш Украины

 

На митинге перед Президентским дворцом в Тбилиси, на улице Атонели, состоявшемся 18 июня, организаторы – бывшие политзаключенные Рамаз Гагнидзе, Васил Гогаладзе и Заза Давитая, а также участники митинга осудили вмешательство Украины Зеленского во внутренние дела Грузии.

«Второго фронта не будет!» — таков был главный лозунг митинга, и в этом духе была выражена поддержка внешнеполитическому курсу премьер-министра Ираклия Гарибашвили. «Вынесите Украину!» — гласил еще один плакат, по аналогии знаменитой фразы «Вынести Гренландию!» из знаменитого в Грузии фильма Эльдара Шенгелая «Голубые горы». Действительно, украинские флаги и примитивные надписи «Слава Украине» на улицах грузинских городов стали надоедать.

Протестующие на улице Атонели осудили политику вмешательства не только Украины, но и западных сил, стоящих за украинским правительством. Они вынесли зачеркнутые портреты европейских парламентариев и американских лоббистов, которые постоянно действуют наперекор Грузии и ее правительству, оправдывают режим Саакашвили и работают против интересов Грузии на международной арене.

Объектом резкой критики и даже насмешек на тбилисском митинге стал сам Зеленский, а также его ближайшее окружение. «Одна пара – два сапога» – это про Зеленского и Саакашвили написали участники акции на плакате, «Пошли вы к черту!» – адресовали плакат окружению Зеленского Арахамии, Данилову и другим украинским политикам. Была и критика двуликой американской политики, а также предупреждение о том, что в Грузии усиливается турецкое влияние. „Нет неоосманизму в Аджарии!», «Долой турецкое влияние!» – было написано на некоторых плакатах. Было отмечено, что Запад практикует двойные стандарты – не замечает турецкую экспансию в той же Сирии, а кричит во весь голос о «российском вторжении» на Украину.

Отдельные участники акции в руках держали плакаты с фотографиями жертв 8-летних обстрелов городов Донбасса со стороны Украины. «В течение восьми лет их никто не замечал» – на грузинском и английском языках было написано под фотографиями жертв украинских обстрелов.

Активность полиции вызвал один из участников акции Михаил Апциаури, который в руках держал плакат с зачеркнутым символом “Z”киевского гей-парада, гей-клипа президента Украины Зеленского и его советника Арестовича в женском наряде. Михаил Апциаури был в административном порядке задержан из-за этого плаката.

Организаторы митинга все-таки добились главного – рухнул фетиш Украины, критика Украины в открытом пространстве перестала быть табу. У правительства Грузии есть шанс воспользоваться этими настроениями и укрепить сво й суверенный курс.

Next Post

„სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს“ - ირაკლი კობახიძე

სამ ივნ 21 , 2022
695 წაკითხვაგუშინ, დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, მაგრამ ბოლოს გაახმოვანეს „ბაკურიანის გეგმა“, რომელიც ქვეყნის წალეკვას ითვალისწინებს – სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუშინ გამართულ შეკრებაზე ბევრი ადამიანი გამოვიდა, თუმცა დამატებით 3 მილიონზე მეტი მოქალაქეა, რომელიც ევროპას უჭერს მხარს. „ამ […]