„ეს მტრული სახელმწიფო არ არის? მე მოსახლეობაზე, რომელიც ამ ყველაფერს შეწირულია, ლაპარაკი არ მაქვს“ – გია გაჩეჩილაძე

737 წაკითხვა

ვისაც ამ ქვეყანაში ხალხი ადარდებს, ვისაც მშვიდობა უნდა და არა ომით გამდიდრება და ფულის შოვნა, იმას ებრძვიან, – ამის შესახებ მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში, 26 მაისს ბუჩა რომ მოაწყო, იგივე ხალხი დანიშნეს უკრაინაში თანამდებობებზე.

„აქ, 26 მაისს ვინც ბუჩა მოაწყო, ის დანიშნეს დაზვერვის უფროსის მოადგილედ და ყველაფერს განკარგავს, განუბაჟებელი კაცი გამოგვიგზავნა – კაცი საზღვარს რომ გადმოლახავს ისე, რომ ვითომ ის საზღვარი არც არსებულა, ეს რა არის?! იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ვეძებთ, თანამდებობებზე რომ ნიშნავს, ეს რა არის?! ეს მტრული სახელმწიფო არ არის?! მე ხალხსა და იმ მოსახლეობაზე, რომელიც ამ ყველაფერს შეწირულია, ლაპარაკი არ მაქვს. ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია და ვისაც ფეხებზე არ ჰკიდია და მშვიდობა უნდათ იმას აქ ებრძვიან“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

Next Post

„ვისაც ეს არ უნდა გაიგოს, მავნებელია“ - გია ხუხაშვილი

პარ აპრ 8 , 2022
737 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: დღევანდელი პოლარიზებული სამყარო მარტივი ლოგიკით იმართება: ვისთვისაც უკრაინა მტერია, იმისთვის რუსეთი მეგობარია…. ვისაც ეს არ ესმის, ის ბრიყვია. ვისაც ეს არ უნდა გაიგოს, მავნებელია.