განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს

1,972 წაკითხვა

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა.

“მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Next Post

„მოდიან უსახელოდ, მიდიან შერცხვენილნი - ასეთია სანაგვეზე მოსასროლი ეს სამინისტრო“

ხუთ ნოე 7 , 2019
1,972 წაკითხვამოდიან უსახელოდ, მიდიან შერცხვენილნი, მაგრამ მოკლე პერიოდებში განათლების სისტემის გათახსირება- მოშლაში თავისი დიდი წვლილი შეაქვთ… ასეთია დღემდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრები და სანაგვეზე მოსასროლი ეს სამინისტრო. დემურ გიორხელიძე

შესაძლოა მოგეწონოთ