„უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო კომპარტიის წევრობაზე 9 აპრილის შემდეგ“ – ირაკლი კობახიძე

673 წაკითხვა

უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო კომპარტიის წევრობაზე 9 აპრილის შემდეგ, ასეთ ოჯახს საერთოდ რაზე უნდა ესაუბრო, მე არ ვიცი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, განცხადებები, რომელიც უსუფაშვილმა გააკეთა, სრული აბსურდია.

“აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადება და მე რომ შევყვე ამ პოლემიკას კიდევ უფრო არასერიოზული იქნება, ამ ადამიანებთან პოლემიკა არის არასერიოზული. უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო კომპარტიის წევრობაზე 9 აპრილის შემდეგ, ასეთ ოჯახს საერთოდ რაზე უნდა ესაუბრო, მე არ ვიცი. ამიტომ არ ვაპირებ არანაირი კომენტარის გაკეთებას, ეს არის სრული აბსურდი,”- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს, როცა ის „ქართული ოცნების“ კოალიციაში იმყოფებოდა, ივანიშვილი კობახიძეს “საშიშ კაცად” მიიჩნევდა. ამასთან, როგორც თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, კობახიძეს ივანიშვილი არამხოლოდ საშიშად მიიჩნევდა, არამედ პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა და “უსუფაშვილმა გადაარჩინა”.

Next Post

რუსულ-ბელორუსულ-უკრაინული იმიგრაცია და პოლიტიკური დესტაბილიზაციის შესაძლებლობა საქართველოში

პარ მაი 27 , 2022
673 წაკითხვაევრაზიის ინსტიტუტის ბლიც-გამოკვლევა როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ბევრი რუსი, ბელორუსი და უკრაინელია შემოსული, რომელთა ერთი ნაწილი პოლიტიკურ აქტიურობას ავლენს და რუსეთისა და მისი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურ საქმიანობას ეწევა. ქართველებს უკვირთ, საიდან აქვს ამ ხალხს, რომელთა უმეტესი ნაწილი ახალგაზრდა თაობას ეკუთვნის, ფული – ბინების ქირაობისას არენდის ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ, თან საკმაოდ ნორმალურად იხდიან. მაგრამ ეს ახალგაზრდები ხომ მოწყვეტილნი არიან […]